ორშაბათს, ირკუტსკის ოლქში, მდინარე ლენაზე ორი ტანკერი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც დაზიანდა გემი, რომელსაც დაახლოებით 140 ტონა ბენზინი გადაჰქონდა.
საერთაშორისო ამბების თანახმად, როდესაც ორი ხომალდი ერთმანეთს შეეჯახა, 60-დან 90 ტონამდე ბენზინი მდინარე ლენაში ჩაიღვარა, რომელიც ბაიკალის მთებიდან ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანემდე 4000 კილომეტრზე მიედინება, ამის შედეგად ირკუტსკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთ ტანკერს უფროსი თანაშემწე ხელმძღვანელობდა, რადგან კაპიტანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ასვე მიმდინარეობს ორივე გემის ეკიპაჟის შემოწმება და გამოკითხვა.