ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024

სამოგზაურო გზამკლევი

  • პირველ რიგში უნდა გქონდეთ ყველა დოკუმენტი ვადაში (მოქმედების ვადა არანაკლებ 6 თვე);
  • საქართველოს პასპორტი ( მოქმედების ვადის გათვალისწინებით)
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა ქვეყნის ვიზა, მაგ: ამერიკის ვიზა.
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა ქვეყნის პასპორტი.
  • საჭიროების შემთხვევაში აუციელებელია თქვენი გამგზავრების ბილეთის ამობეჭდვა ან ელექტრონული სახით წარდგენა.
  • თვითმფრინავისთვის, ადამიანებისთვის ან საკუთარი თავისთვის საფრთხის შემცველი ნივთები;
  • ნებისმიერი ნივთი, რომელიც აკრძალულია ერთ-ერთი იმ ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით, დადგენილებებით ან ბრძანებებით,  რომლის გავლითაც განხორციელდება ფრენა;
  • ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები ან ფეთქებადი ნივთიერებები, მათ შორის, სანადირო ან სპორტული იარაღი;
  • ნივთები ან ნივთიერებები, რომლებიც ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას ან ფეთქებად ნივთიერებას ჰგავს;
  • აალებადი ნივთიერებები (გამონაკლისები: ალკოჰოლური სასმელები, თმის ლაქი, სუნამო, ოდეკოლონი);
  • რადიოაქტიური ნივთიერებები;
  • აალებადი ნივთიერებები;
  • მომწამვლელი ან ინფექციური ნივთიერებები;
  • ნებისმიერი მასალა, რომელიც აკრძალულია ტრანსპორტირებაში მონაწილე ქვეყნების წესებითა და ნორმებით;
  • ნებისმიერი ნივთი, რომელიც მითითებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საშიში ტვირთის უსაფრთხო საჰაერო ტრანსპორტირების ტექნიკურ ინსტრუქციებში და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეგულაციებში საშიში ტვირთის შესახებ.

ბილეთების მიღების შემდეგ აუცილებელია სრული მზადყოფნა გამოხატოთ გამგზავრებისათვის, აუცილებელია კარგად გადაამოწმოთ ბილეთის დეტალები, მაგ: რომელ საათზე გაქვთ ფრენა, რამდენი კილოგრამი ბარგის წაღების უფლება გაქვთ, გაქვთ თუ არა გადაჯდომითი ბილეთი, კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე გაქვთ თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციები გაკეთებული, ასევე სასურველია, მიღებული ბილეთი გქონდეთ, როგორც ელექტრონულად, ასევე ამობეჭდილი ვერსია.

თქვენი ბილეთები და საბუთები მუდამ თქვენთან უნდა იყოს ნებისმიერ დროს მონაცემების შესამოწმებლად (რეისის გამგზავრების დრო, გეითი, ტერმინალი და ა.შ) რათა აეროპორტის საინფორმაციო ტაბლოსთან შეყოვნების გარეშე წარადგინოთ ისინი ჩასხდომის წინ.

მაგ: თუ ფრენა გაქვთ 12:00 საათზე აუცილებელია აეროპორტში მინიმუმ 2 საათით ადრე გამოცხადდეთ, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო უსიამოვნებები. აეროპორტში მისვლისთანავე აუცილებელია მოძებნოთ თქვენი ავიაკომპანიის ტაბლო, სადაც გაივლით Check-in-ს, ჩააბარებთ ბარგს და აიღებთ ჩასხდომის ბარათს. შემდეგ გაივლით პასპორტო კონტროლს. ჩასხდომის ბარათზე არსებული ინფორმაციით მოძებნით თქვენს გეითს (gate) და დაელოდებით ჩასხდომის დაწყებას.

ეს გახლავთ თვითმფრინავის ბილეთის მაგალითი, რომელსაც მიიღებთ კომპანიისგან ელექტრონულად. სასურველია ბილეთის ამობეჭდვა ან ელექტრონული ვერსიის წარდგენა. ბილეთზე დატანილია მომხმარებლის სახელი და გვარი, გაფრენის დრო, ფრენის ნომერი, ასევე მითითებულია რამდენი კილოგრამი ბარგის ატანის უფლება გაქვთ თვითმფრინავში და სხვა დამატებითი ინფორმაცია.

ჩასხდომის ბარათის მაგალითი, რომელსაც აიღებთ აეროპორტში Check in-ის გავლის შემდეგ. ჩასხდომის ბარათზე დატანილია ფრენის ნომერი, ჩასხდომის დრო, გეითი, თვითმფრინავში დასაკავებელი ადგილის ნომერი, ასევე მომხმარებლის სახელი, გვარი და თუ რა მიმართულებით მიფრინავს.

  • მაგალითად: შეიძლება გქონდეთ ერთიანი ბილეთი, როცა მთელ გადაფრენას (მათ შორის გადაჯდომას) ერთი ავიაკომპანია ემსახურება. ეს ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია, ვინაიდან გადამზიდავს ამ შემთხვევაში მგზავრი დანიშნულების ადგილამდე მიჰყავს. თუ, მაგალითად რეისი შეფერხდა, ვალდებული იქნებიან გადაგიყვანონ ამ ავიაკომპანიის სხვა თვითმფრინავში. თუ გადაჯდომის დრო 8 საათს აღემატება, ზოგიერთი გადამზიდავი (მაგალითისათვის Emirates) სასტუმროს ადგილებს სთავაზობს მგზავრებს. ბარგსაც დაარეგისტრირებენ და მიიტანენ მარშრუტის საბოლოო პუნქტში. ასეთი ბილეთით დამატებითი რეგისტრაცია აღარ დაგჭირდებათ.
  • მეორე ვარიანტია ე.წ. „კოდ–შერინგი“, როცა ერთიან ბილეთს ყიდულობთ ერთ გადამზიდავთან, თუმცა გზის ნაწილს მგზავრობთ პარტნიორი კომპანიის თვითმფრინავით. ამ შემთხვევაში თქვენ ასევე დარეგისტრირებული იქნებით ბარგით დანიშნულების ადგილამდე და მოგიწყობენ გადაჯდომას. განსხვავება მხოლოდ ის გახლავთ, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს (ბარგის გაფუჭება თუ დაკარგვა და სხვა) ყველა პრეტენზია უნდა წაუყენოთ პარტნიორ კომპანიას. შენიშვნა: ამგვარი გადაფრენის შემთხვევაში დამატებითი გადამზიდავის სახელწოდება ბილეთში შეიძლება არც იყოს მითითებული.