ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024

ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები

სავიზო მოთხოვნები და მიმოსვლა ყველა ქვეყნაში განსხვავებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებთაც არ ესაჭიროებათ ვიზა ევროპის ქვეყნებში, ხოლო სხვა ქვეყნების სავიზო მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ:

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, ავსტრალიაში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა, რომელიც  გაიცემა ავსტრალიის საკონსულოს მიერ ქალაქ ანკარაში. ავსტრალიის თანამეგობრობის საელჩოს კოორდინატები ქ. ანკარაში:
მისამართი: Ugur Mumcu 88 Kat 7 GOP Ankara, Turkay
ტელ:   0312 459 9500
ფაქსი:  0312 446 4827
ვებ გვერდი: http://www.turkey.embassy.gov.au/anka/home.html
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა, რომელიც  გაიცემა ქ. თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
ქ.თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: ბალანჩინის ქ. 11
ტელ: 227-70-00; 253-23-34
ფაქსი: 2 53 23 22
მომხმარებელთა მომსახურების სავიზო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:
ელექტრონული ფოსტა: support-georgia@ustraveldocs.com.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, კანადაში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა, რომელიც  გაიცემა ქ. ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) კანადის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
კანადის საელჩოს კოორდინატები ქ.ანკარაში:
მისამართი: Cinnah Caddesi no: 58, 06690, Cankaya, Ankara, Turkey
ტელ: +90 (312) 409 27 00
ფაქსი: +90 (312) 409 27 12
ელ.ფოსტა: ankara-visa@international.gc.ca
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება მექსიკის შეერთებული შტატებში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).
მექსიკის შეერთებული შტატების საპატიო საკონსულოს კოორდინატები
მისამართი: წერეთლის გამზირი N114, 0119 თბილისი, საქართველო
ტელ: (995 32) 94-26-09
ელ. ფოსტა: nfoccbg@caucasus.net; consulmex@caucasus.net
საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს აშშ-ს, შენგენის ზონის წევრი ნებისმიერი ქვეყნის, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა ან  ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქმედ მრავალჯერად ვიზას, უფლება აქვს შევიდეს მექსიკის შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

„საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების თანახმად“ საქართველოს ორდინალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე შევიდნენ, იმყოფებოდნენ და დატოვონ არგენტინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათ) დღემდე.“
არგენტინის რესპუბლიკის გრძელვადიანი ვიზა გაიცემა ქ. ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) არგენტინის რესპუბლიკის საელჩოს, ან ქ. სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა) გენერალური საკონსულო სამსახურის მიერ.
არგენტინის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. ანკარაში:
მისამართი: Ugur Mumcu Cad.60/1 – G.O.P. (CP: 06700) Ankara, Republic of Turkey
ელ-ფოსტა: eturq@mrecic.gov.ar
ტელ: 00 90 312 4462061 00 90 312 4462062
ფაქსი: 00 90 312 4462063
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებიან ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ტურისტული ან საქმიანი მიზნებისთვის თავისუფლდებიან ვიზის მიღების ვალდებულებისგან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა 180 (ას ოთხმოცი) დღის განმავლობაში მათი პირველი შესვლის დღიდან.
ქ. თბილისში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: ჭანტურიას ქ. # 6/2, თბილისი 0108;
ტელ: (+995 32)2 932 419
ელ-ფოსტა: brasemb.tbilisi@itamaraty.gov.br
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

„საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან განთავისუფლების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, იმყოფებოდნენ და დატოვონ ჩილეს რესპუბლიკის ტერიტორია მგზავრთა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, არაუმეტეს 90 დღის ვადით 180 დღის განმავლობაში.“
ჩილეს  გრძელვადიანი  (ეროვნული) ვიზა გაიცემა ქ. ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) ჩილეს რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
ქ. ანკარაში ჩილეს რესპუბლიკის კოორდინატები:
საელჩოს მისამართი: Reşit Galip Cad. Hirfanli Sok. No. 14/1-03, 06700 Ankara-Turkey
ტელ: (+90 312) 477-34-18; 477-35-82; 447-36-64;
ფაქსი: (+90 312) 477-47-25;
ელ.ფოსტა: ankara@consulado.gob.cl;  embassy@chile.org.tr
ვებ-გვერდი: chile.gob.cl
ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: www.minrel.gob.cl
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

„კოლუმბიის რესპუბლიკაში შესასვლელად კოლუმბიის 2013 წლის 22 ოქტომბრის N 6588 გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეები თავისუფლდებიან TP-11 (ტურისტული მიზანი) ,TP-12 (სპორტული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა მიზანი) და TP-13 (ტექნიკური დახმარების გაწევა კონტრაქტის საფუძველზე ან კონტრაქტის გარეშე) ვიზების მიღების ვალდებულებისგან.“
კოლუმბიის რესპუბლიკის გრძელვადიანი ვიზა გაიცემა ქ. მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ
კოლუმბიის საელჩოს კოორდინატები ქ. მოსკოვში:
მისამართი: ul. Burdenko, 20, Moscow, Russia, 119121
ტელ: +7-499-2528215
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს ვენესუელაში სამგზავროდ ესაჭიროება ვიზა, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს – http://rusia.embajada.gob.ve/?page_id=13167
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, პერუში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა, რომელიც  გაიცემა ქ. ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) პერუს რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
პერუს რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. ანკარაში:
მისამართი: Resit Galip Cad. 70/1, 06700, Ankara, Turkey
ტელ:  (+90) (312) 446 90 39
ფაქსი:  (+90) (312) 447 40 26
ელ.ფოსტა: peruankara@gmail.com peruvize@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, სამხრეთ აფრიკაში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა, რომელიც გაიცემა ქ.კიევში (უკრაინა) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
ქ.კიევში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: 9/2 Velyka Vasylkivska Street (შესასვლელი N7) 01004 Kyiv P O Box, Ukrain
ტელ: + 380 44 287 7172, + 380 44 289 8840, + 380 44 289 8870, +380 44 289 8869 +380 44 206  5446
ფაქსი + 380 44 289 7206
ელ-ფოსტა:  sa.emb@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს ნიგერის რესპუბლიკაში სამგზავროდ ესაჭიროება ვიზა. სავიზო საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ ნიგერის საელჩოს. ნიგერის საელჩო მდებარეობს ქ. ბრიუსელში, ბელგიის სამეფო
ქ. ბრიუსელში ნიგერიის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები
მის: Franklin-D.-Roosevelt Avenue, 78, 1050 Ixelles (Brussels)
ტელ: +32 2 648 61 40 / +32 2 648 59 60
ფაქსი: +32 2 648 27 84
ელ. ფოსტა: info@ambaniger-bruxelles.be
სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს:  http://ambaniger-bruxelles.be/index.php/service-consulaire-visa-passeports/demande-de-visa
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, განას რესპუბლიკაში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა, რომელიც  ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
ქ. ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) განას რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
ტელ: +90(312) 436 07 71; +90(312) 442 54 79; +90(312) 236 28 97;
ფაქსი: +90(312) 441 85 69;
მისამართი: Ilkbahar Dist. 606`th St. No: 10 Oran Cankaya/Ankara
ელ.ფოსტა: ankara@mfa.gov.gh
ვებ-გვერდი: https://www.ghanaembassy.com.tr/visa-application/
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, ეგვიპტეში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შესასვლელი კატეგორიის ვიზები გაიცემა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას 15 დღის მოქმედების ვადით. ერთჯერადი ვიზის ღირებულებაა $25, ხოლო მრავალჯერადის $35.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, მოროკოში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა. მაროკოს სამეფოს სატრანზიტო ვიზა გაიცემა ქალაქ ვარშავაში (პოლონეთი) მაროკოს სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://www.geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=926

მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ  უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, ერაყში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა, რომელიც გაიცემა ქ.თბილისში ერაყის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
ერაყის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ.თბილისში:
მისამართი: ქობულეთის ქუჩა16,ვაკე, თბილისი 0179
ტელ: (+995) 32 234501/; (+995) 32 234502; (+995) 32 23403; (+995) 32 913596
ელ ფოსტა: iraqiageoemb@yahoo.com
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

„საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ ირანის ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებისმიერი ნებადართული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გავლით. საქართველოს მოქალაქეს ირანის ტერიტორიაზე შეუძლია შევიდეს და იმყოფებოდეს ვიზის გარეშე საზღვრის გადაკვეთის დღიდან 45 დღის განმავლობაში.“
ქ.თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 80, 0162 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 291-36-56/57/58/59/60;
ფაქსი: (+995 32) 291-36-28;
ელ.ფოსტა: iranemb.tbs@mfa.gov.ge
ვებ-გვერდი:  tbilisi.mfa.ir
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც ტრანზიტულად უნდა გაიაროს სინგაპურის რესპუბლიკის ტერიტორია (მაქსიმუმ 96 საათი) საზღვარზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
მოქმედი პასპორტი;
დანიშნულების ქვეყნის მოქმედი ვიზა;
სამგზავრო ბილეთი დახურული თარიღით;
სინგაპურში ყოფნისათვის/განთავსებისთვის საკმარისი თანხა;
სინგაპურის სატრანზიტო ვიზის მიღებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას  გაეცანით შემდეგ ვებ-გვერდზე: www.ica.gov.sg
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, ინდოეთის რესპუბლიკაში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა, რომელიც გაიცემა ქ.ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა) ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. მოკლევადიანი მიზნით მგზავრობის შემთხვევაში,შესაძლებელია ვიზა მიღებულ იქნას შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთით და სავიზო განაცხადის შევსებით შემდეგ ინტერნეტ ბმულზე https://indianvisaonline.gov.in/visa/tvoa.html პროცედურების დასრულების შემდეგ განმცხადებელზე გაიცემა ელექტრონული ვიზა.
ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ.ერევანში:
მისამართი: 50/2 Dzorapi Street, 0019 Yerevan, Armenia.
ტელ: 00-374-10-539173 / 539174 / 539175
ფაქსი:  00-374-10-533984
ვებ-გვერდი: http://www.indianembassy.am/
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა, რომელიც გაიცემა ქ.ბაქოში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. ასევე პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში მოკლევადიანი მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელია პაკისტანის ელექტრონული ვიზის მიღება. ვიზის მიღება შესაძლებელია შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვით და სავიზო განაცხადის შევსებით შემდეგ ვებ-გვერდზე: https://visa.nadra.gov.pk/
პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის​ საელჩოს კოორდინატები ქ.ბაქოში:
მისამართი: Ataturk Avenue 30, Gandjlik, Baku 370069, Azerbaijan
ტელ: (+994) 12 564 33 20
ფაქსი: (+994) 12 564 33 21
ელ.ფოსტა: parepbaku-1@yahoo.com
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, კორეის რესპუბლიკაში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა. კორეის მოკლევადიანი ვიზა გაიცემა ქ.თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სექციის მიერ.
ქ.თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი N8 (საჯაიას ქ.8),  0179 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995) 32 297-0318;
ელ-ფოსტა: georgia@mofa.go.kr
ვებ-გვერდი: http://overseas.mofa.go.kr/ge-ko/index.do
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, იაპონიაში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა, რომელიც გაიცემა ქ.თბილისში იაპონიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. იაპონიის სატრანზიტო ვიზის მიღებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას გაეცანით საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: mofa.go.jp
ქ.თბილისში იაპონიის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: კრწანისის ქ. N7 დ, 0114 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 275-21-14;
ფაქსი: (+995 32) 275-21-12;
ელ.ფოსტა: consular@tb.mofa.go.jp
ვებ-გვერდი: www.mofa.go.jp
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: www.mofa.go.jp
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, შრი-ლანკაში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა. საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება შრი-ლანკაში შესაძლებელია ვიზა მიიღოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.
მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
დახურული ბილეთი
სავიზო მოსაკრებელი 20-30 აშშ დოლარი.
შრი–ლანკას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mfa.gov.lk/
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, ომანში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა. ომანის სასულთნოს სატრანზიტო ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) ომანის სასულთნოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. საქართვლოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ აშშ-ს, კანადის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა ან შენგენის ქვეყნების მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას, ომანის ვიზის აღება შეუძლიათ ომანის სასულთნოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. 1 თვიანი ვიზის მოსაკრებელი შეადგენს 20 ომანის რიალს.
ომანის სასულთნოს საელჩოს კოორდინატები ქ.ანკარაში:
მისამართი: Besim Atalay sok.No: 7 Ankara, Turkey
ტელ: (+90) 312 491 0940; (+90) 312 491 0941 / 312 491 0944
ფაქსი: (+90) 312 490 0682
ელ.ფოსტა: omanembassy@yahoo.com
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, ტანზანიაში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა. ვიზა გაიცემა ტანზანიის ნებისმიერ საელჩოსა და საკონსულოში საზღვარგარეთ და ასევე, ადგილზე, სასაზღვრო-გამტარ პუნქტში.
ტანზანიის საელჩო კოორდინატები ქ. მოსკოვში:
მისამართი: ბალშაია ნიკიტსკაია 51, მოსკოვი 119017 რ/ფ
ტელ: 00 7 495 690 2521; 00 7 495 690 2517
ფაქსი: 00 7 495 690 2251
E-mail: moscow@nje.go.tz / ubalozi@tanzania.ru
სრული ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს: https://ru.tzembassy.go.tz/services/category/visa-//www.tanzania.go.tz//howdoi/howdoi_detail/119
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  –
https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, მოზამბიკის რესპუბლიკაში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა. მოზამბიკის რესპუბლიკის სატრანზიტო ვიზა გაიცემა ქ.ლონდონში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
მოზამბიკის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ.ლონდონში:
მისამართი: 21 Fitzroy Square, London W1T6EL
ტელ: +44 (0) 2073833800
ფაქსი: +44(0) 207383 3801
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia

საქართველოს მოქალაქეს, მეზღვაურს, ანგოლაში გემზე ასვლისთვის ესაჭიროება სატრანზიტო ვიზა. ანგოლას რესპუბლიკის სატრანზიტო ვიზა გაიცემა გაიცემა  ქ.მოსკოვში/პარიზში ანგოლის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
ანგოლის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. მოსკოვში:
მისამართი: Olof Palme Str. 6, 119590 Moscow
ტელ: +7 (499) 143-6324
ფაქსი: 956-1880; (+7 (495) 956-1880)
ვებ-გვერდი: http://angolarussia.ru
ელ.ფოსტა: angomosc@col.ru
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს  – https://new.geoconsul.gov.ge/leaving-georgia