კომპანიის დასახელება და წარმომადგენლის სახელი/გვარი:
– კომპანია: შპს დი ეს ქრუინგი
– თანამდებობა:დამფუძნებელი დირექტორი
– სახელი და გვარი: დავითი სამხარაძე
1.რა იყო მიზეზი შეგექმნათ საკრუინგო კომპანია ბათუმში?
მოგეხსენებათ, მეზღვაურის ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე, მათ შორის ყველაზე რთული ოჯახისაგან და საყვარელი ადამიანებისაგან მოშორებით ყოფნაა, კარიერის ადრეულ ნაბიჯებზე მქონდა სურვილი საკუთარი საკრუინგო კომპანიის დაარსებისა და გარკვეული პოზიციის მიღწევის შემდეგ საზღვაო კარიერის ხმელეთზე გაგრძელება, ამჟამად ვარ კაპიტნის უფროსი თანაშემწე და მაქვს საკმარისი საზღვაო სტაჟი კაპიტნის წოდების მისაღებად, და ვფიქრობ დროებით შევაჩერო საზღვაო კარიერა და ხმელეთზე გავაგრძელო მოღვაწეობა.
2.რომელ წლიდან ფუნქციონირებს თქვენი კომპანია? 
კომპანია დაარსდა 2024 წელს, ფორმალობებისა და ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ 2025 წლის ოქტომბერში გავხსენით ოფისი და დავიწყეთ მოღვაწეობა.
3.ხართ თუ არა აღიარებული შესაბამისი საზღვაო ორგანოს მიერ? გასული წლის დეკემბერში ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვების შემდეგ შევიტანეთ განაცხადი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აღიარების მისაღებად და 2026 წლის 12 თებერვალს მივიღეთ აღიარების სერთიფიკატი.
4.რამდენ მეზღვაურს ასაქმებთ წლიურად?
მოგეხსენებათ, რომ აღიარების არქონის დროს არ გვქონდა მეზღვაურთა დასაქმების იურიდიული უფლება, ჯერ ჯერობით ახლები ვართ ბაზარზე და ჯერჯერობით სტატისტიკაც პატარა გვაქვს, თუმცა მინდა ავღნიშნო ფაქტი, რომ ჩვენი კომპანია ემხრობა მოსაზრებას Quality over Quantity რადგანაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი კომპანიების მოთხოვნების დასაკმაყოფილეა, ასევე ჩვენი კომპანიისა და ზოგადად ქართველი მეზღვაურების რეპუტაციის ამაღლება საზღვაო სფეროში და უპირატესობას ვანიჭებთ კადრების პროფესიონალიზმს და არ ვართ ორიენტირებული რაც შეიძლება ბევრი კადრის დასაქმებაზე მათი კომპეტენეციის გადამოწმების გარეშე, რადგან ეს ყველაფერი შემდეგ აისახება ჩვენი კომპანიის რეპუტაციაზე გემთფლობელების წინაშე და ასევე ზოგადად ქართველი მეზღვაურების იმიჯზე.
5.როგორც მოქმედ მეზღვაურს გავთ თუ თუ არა ბარიერები ნაოსნობაში ყოფნის დროს შეითავსოთ დირექტორის პოზიცია და პარარელურად მართოდ კომპანია?
ბარიერები რა თქმა უნდა არის, მაგრამ სწორად შერჩეული კადრების დახმარებით ბარიერი და ხელშემშლელი ფაქტორი მინიმალურია. ჩემს არ ყოფნაში დირექტორის მოვალეობებს ითვისებს ჩვენი კომპანიის მეორე დირექტორი, ჩემი მეუღლე ანა კერძევაძე, რომელიც მიუხედავათ იმისა რომ საზღვაო სფეროში ახალია, აქვს 10 წლიანი გამოცდილება მენეჯერული მართვის და თავს საკმაოდ კარგად ართმევს მოვალეობებს.
6.რომელი პოზიციებია ყველაზე მოთხოვნადი? რატომ?
ძირითადად ყველაზე მოთხოვნადი არიან ოფიცრები და ინჟინრები, განსაკუთრებით ტოპ 4, რადგანაც მოგეხსენებათ ქართველ მეზღვაურებს გააჩნიათ შესანიშნავი მენეჯერული მართვის და სტრესულ სიტუაციაში სწორი მოქმედების უნარჩვევები. სამწუხაროდ საკრუინგო კომპანიის საქმიანობის დაწყებისას გადავაწყდით იმ ფაქტს, რომ ქართველი რიგითი მეზღვაურების მოთხოვნა ბაზარზე ძარიან მწირეა ,ეს ყველაფერი გამომდინარეობს რამდენიმე ფაქტორიდან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ კომპანია უპირატესობას ანიჭებს აზიელი მეზღვაურის დასაქმებას, უფრო ხანგძლივი კონტრაქტებით და დაბალი ანაზღაურებით.
7.რა ტიპის გემებზეა ძირითადი მოთხოვნა?
ძირითადად მოთხოვნები არის ტანკერის ტიპის გემებზე, თუმცა დიდია მოთხოვნა მშრალტვირთმზიდ გემებზეც. გვაქვს ასევე ვაკანსიები გაზმზიდ და ოფშორული ტიპის გემებზეც მაგრამ, სამწუხაროდ არ გვყავს მსგავსი გამოცდილების მქონე კადრი საქრთველოში.
8.რა ძირითადი პრობლემებია მეზღვაურების შერჩევის პროცესში?
(ენის ცოდნა, განათლება, პრაქტიკა და ა.შ.)
როგორც ზემოთ ავღნიშნე, ქართველ რიგით მეზღვაურებზე მოთხოვნა საგრძნობლად დაეცა საზღვაო ბაზარზე, იმ ფაქტორის გარდა, რომ კომპანიებს, უხეშად რომ ვთქვათ “იაფი მუშახელის” დაქირავება ურჩევნია და უპირატესობას ანიჭებენ აზიელ მეზღვაურებს, გვაქვს სამწუხარო ფაქტი სახეზე, ჩვენი მეზღვაურების უდიდეს ნაწილს, არ გააჩნია სათანადო თეორიული ცოდნა და ასევე აქვთ ენის ბარიერი, რაც კარგ კომპანიაშიდასაქმების შანსი ნულამდე დაყავს. ამ მიზეზბის გამო, ჩვენს მეზღვაურებს უწევთ გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიებში დასაქმება, გაუსაძლისი სამუშაო პირობებით და ხანდახან საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს მინიმუმ სტანდარტების გარეშეც.
9.როგორ მიმდინარეობს შერჩევის პროცესი?
– რამდენ ეტაპიანია გასაუბრება?
შერჩევის პროცესი შემდეგნაირია, მოგეხსენებათ, პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე პირველი შეხვედრისას გვიყალიბდება, შესაბამისად შერჩევის პირველი “არაოფიციალური” მაგრამ ალბათ ერთერთი ყველაზე მთვარი არის პირველი შეხვედრა, სადაც განისაზღვრება, ადამიანის კომპეტენტურობა, საუბრის მანერა და სხვა ადამიანური ფაქტორები.საბუთების მიღების პროცესში, ხდება ყველა დოკუმენტის გადამოწმება, ექვემდებარება თუ არა მინიმუმ მოთხოვნილებებს და აქვს თუ არა მეზღვაურს შესაბამისი დოკუმენტები ხელზე. ამის შემდეგ ხდება რეზიუმეს შევსება და კომპანიების მიხედვით სხვადასხვა კითხვარის დამუშავება. ძირითადად გასაუბრება 2 ეტაპიანია, თუ არ ჩავთვლით პირველ ეტაპს რომელიც უშუალოდ ოფისში ხდება.
10.რა უნარებია ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი კომპანიისთვის მეზღვაურის შერჩევისას?
მეზღვაურების შერჩევისას, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქმის მხრივ კომპეტენტურობა, უცხო ენების კარგად ფლობა, კარგი საუბრის მანერა, მოწესრიგებულობა და ზრდილობა.
11.როგორ აფასებთ ქართველი მეზღვაურების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე?
ქართველი მეზღვაურები, ალბათ გენეტიკურად, გამძლეები ვართ სტრესული სიტუაციების მიმართ, გვაქვს გამჭრიახობა და ალტერნატიული მსჯელობის დიდი პრაქტიკა, რაც საზღვაო საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი მეზღვაურები, საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობენ წამყვან კომპანიებში.
თუმცა, ამ ყველაფერს ფასს უკარგავს ბევრი ფაქტორი, რასაც ხელს უწყობენ ქართველი დამსაქმებლები, იქნება ეს “გადაკეთებული” რეზიუმე, კადრის გაშვება მისი სტაჟის ან დახასიათების გადამოწმების გარეშე და სხვა მრავალი ფაქტორი, რის შემდეგაც საბოლოო ჯამში გვრჩება ფაქტი, რომ მეზღვაური ვერ ართმევს თავს სამუშაოს, და ხდება მისი დათხოვნა და საბოლოო ჯამში რეპუტაციის შელახვა.
12.რა ნაბიჯებია საჭირო მათი დონის გასაუმჯობესებლად?
ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ყველა ქართველი მეზღვაური ვალდებულია, იმუშაოს საკუთარ თავზე, ბევრი მეზღვაური, არ აქცევს ყურადღებას საკუთარი თავის განვითარებას, ბევრი კი ფიქრობს, რომ საზღვაო კარიერას მაქსიმუმ 4-5 წლით გააგრძელებს, მოაგროვებს თანხას და ხმელეთზე დაიმკვიდრებს თავს, და უცხო ენებისა და თეორიული ცოდნის მიღებას არ თვლის საჭიროდ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და საზრვაო ტრანსპორტის სააგენტომ, უნდა მოხდეს სასწავლებლების მკაცრი კონტროლი, კარგი იქნება თუ უცხო ენის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანი გახდება სასწავლებელში ჩაბარებისას და სწავლის პროცესის დროს, რადგანაც გემზე, საქმის სწავლა და ათვისება დამოკიდებულია ენის ცოდნაზე, და თეორიული ცოდნის გამყარება ხდება სწორედ სწორი კომუნიკაციის არსებოსბისას.ქართველ მეზღვაურებს, სხვა ეროვნების მეზღვაურებისაგან განსხვავებით გვაქვს რიგი უპირატესობები, დავიწყოთ იქიდან, რომ გვაქვს ევროპაში უვიზო მისოსვლა, რაც ხელს უწყობს დასაქმების პროცესის დაჩქარებასა და სავიზო ფორმალობების თავიდან აცილებას, ჩვენი მეზღვაურები მათი ხელფასები და კონტრაქტის სიხანგძლივე ექვემდებარება ევროპულ სტანდარტებს და ჩვენს მეზღვაურებს აქვთ საშუალება დასაქმდნენ წამყვან კომპანიებში, საუკეთესო პირობებით.
13.რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები?
რადგანაც კომპანია ახალია და ასე ვთქვათ “ფეხს იდგამს” ვაპირებთ მეზღვაურთა ბაზის ჩამოყალიბებას, სადაც გვეყოლება სანდო, კვალიფიცირებული მეზღვაურები, რათა მოვახდინოთ მათი სტაბილური როტაციით დასაქმება, ასევე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან სამომავლოდ სამუშაო არეალის გაფართოების მიზნით.








