სამშაბათი, მაისი 20, 2025
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • კონტაქტი
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
  • მთავარი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
No Result
View All Result
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
No Result
View All Result

მთავარი » პირველი შორეული ნაოსნობა ქიმმზიდ ტანკერზე

პირველი შორეული ნაოსნობა ქიმმზიდ ტანკერზე

ნიკა ლორთქიფანიძე by ნიკა ლორთქიფანიძე
აგვისტო 31, 2023
in გამოცდილების გაზიარება
A A
პირველი შორეული ნაოსნობა ქიმმზიდ ტანკერზე

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მეზღვაური, საკუთარ პირველ საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკას განსაკუთრებით იხსენებს და მეტიც, არც კი ავიწყდებათ სიცოცხლის ბოლომდე. ხოლო სტუდენტებს, რომლებსაც ეს გამოწვევა კიდევ წინ აქვთ, ალბათ ისევე ღელავენ და შინაგანი მოუსვენრობა აქვთ, როგორც მე და ყველა ჩემს მეგობარს გვქონდა არც ისე დიდი ხნის წინ. 

ჩემი სახელია ნიკა, სულ რაღაც 1 წლის წინ დავასრულე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ნავიგაციის ფაკულტეტი და მალევე წავედი შორეულ ნაოსნობაში ქიმიურ ტანკერზე კადეტის პოზიციაზე. აქ კი მინდა გაგიზიაროთ ჩემი, როგორც ახალბედას გამოცდილება და ასევე შევეცდები გავცე ისეთ კითხვებს პასუხი, როგორებიცაა თუ როგორ მოვხვდი კონკრეტულ კომპანიაში, როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება, როგორ შევეგუე გემზე ცხოვრებას, რა სირთულეებს წავაწყდი და საერთოდ რა არის საჭირო იმისთვის რომ კარგ კომპანიაში შევძლოთ დასაქმება.
დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც მე და ჩემს მეზღვაურ მეგობრებს, ასევე ძალიან ბევრ ამჟამინდელ სტუდენს არ ასვენებს მსგავსი ფიქრები ამიტომ, შევეცდები ყველა მნიშვნელოვანი დეტალი მოგიყვეთ.

აკადემიის დასრულებისას საკრუინგო კომპანიების აქტიურ ძიებაში ვიყავი ჩართული, რათა მიმეღო რამდენიმე შეთავაზება და არ ვყოფილიყავი დამოკიდებული რომელიმე კონკრეტულ ერთზე. პროცესი საკმაოდ გახანგრძლივდა, რამდენიმე თვე ძიებაში ვიყავი. შეთავაზებები მქონდა სხვადასხვა ტიპის გემებზე: მშრალტვირთმზიდებზე, კონტეინერმზიდებზე, ტანკერებზე და ა.შ. თამამად შემიძლია ვთქვა რომ არჩევანი იყო, თუმცა ასევე ვაკვირდებოდი უშუალოდ კომპანიებსაც, ვკითხულობდი გამოხმაურებებს მათ შესახებ, ვეკითხებოდი აზრს მეზღვაურებს რომლებსაც ქონდათ ამ კომპანიებთან შეხება. საბოლოოდ კი დავსაქმდი ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში, გავიარე გასაუბრების რამდენიმე ეტაპი და რამდენიმე კვირაში აღმოვჩნდი გემზე. 

– რა იყო საჭირო იმისათვის რომ გამევლო გასაუბრება? 

რა თქმა უნდა, ღრმა ცოდნა საზღვაო სფეროს გარკვეული მიმართულებით და რაც ყველაზე მთავარია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა. ასევე ზოგადი განათლებაც საჭიროა, დამსაქმებლისთვის  თქვენთან გასაუბრება უფრო დასამახსოვრებელი და საინტერესო რომ გახადოთ.

– რა იყო პირველი, როდესაც გემზე ავედი?

როცა გემზე ავედი, პირველივე დღიდან ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა რომელიც ეკიპაჟს აწევს. უსაფრთხოება! ეს არის ის, რაზეც კეთდება კოლოსალური აქცენტი. შეიძლება ითქვას რომ, თავდაპირველად, კადეტის პირდაპირი საქმე არის გემზე უსაფრთხოების წესების შესწავლა. საქმე არც ისე მარტივია, უამრავ ახალ ჩვევას გამოიმუშავებთ, რომელიც ამ წესების დაცვისთვის გჭირდებათ. იმისათვის რომ ზოგადი ინფორმაცია გქონდეთ ამ თემის ირგვლივ ძალიან კარგი იქნება თუ გაეცნობით CoSWP – Code of Safe Working Practice. ამ კოდიდან მოდის ყველა ის ზოგადი თუ კონკრეტული წესი უსაფრთხოების დარგში, რომელიც გემზე დაგჭირდებათ. ჩემს შემთხვევაში, ვინაიდან ქიმიურ ტანკერზე ვიყავი, დამატებითი სიფრთხილე მმართებდა. არაერთჯერ მიწევდა ისეთი ტვირთის გადატანა, რომელთან პირდაპირი და რიგ შემთხვევაში არაპირდაპირი კონტაქტიც კი სიცოცხლისთვის საზიანო იყო. ეს ფაქტობრივად გავალდებულებდა, რომ ზედმიწევნით გცოდნოდა იმ ტვირთის შესახებ სრული ინფორმაცია რომელსაც ღებულობდა გემი და გადაჰქონდა დანიშნულების პუნქტამდე.

MSDS – Material Safety Data Sheet არის ტვირთის თანდართული დოკუმენტი, რომელშიც არის გადმოცემული სრული ინფორმაცია თუ რა სასიშროების მატარებელია სხვადასხვა სახის კონტაქტის შემთხვევაში. მიუხედავად რანგისა, ეკიპაჟის აბსოლუტურად ყველა წევრი პირდაპირ ვალდებულია იცოდეს თუ რასთან უწევს მუშაობა და ქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცეს პირველადი დახმარების მხრივ ამ ნივთიერებასთან კონტაქტის შემთხვევაში, რაც დაწვრილებით გადმოცემულია MSDS-ში. ჩემი გემზე ყოფნის პერიოდში არცერთჯერ არ გვქონია შემთხვევა რომ ვინმეს რაიმე უბედურება შემთხვეოდეს. ყველა დეტალურად ვეცნობოდით ინსტრუქციებს, წესებს და შესაბამისად ვმუშაობდით. როდესაც 1% ეჭვი მაინც ჩნდებოდა რომ საქმე რისკის შემცველია, ვამბობდით, რისკები 0%-მდე დაგვყავდა და მხოლოდ შემდეგ სრულდებოდა ესა თუ ის დავალება. არასოდეს არ უნდა გადაიდგას ნაბიჯი თუ მიიჩნევთ, რომ ამან შეიძლება მოუტანოს ზიანი თქვენს ან სხვის სიცოცხლეს. STOP WORK AUTHORITY არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც სულ უნდა გახსოვდეთ. STOP WORK AUTHORITY გაძლევთ უფლებას რომ თქვათ უარი ნებისმიერ დავალებულ საქმეზე, თუ თქვენთვის ეს დავალება შეიცავს ჯანმრთელობის რისკს. მიუხედავად იმისა თუ ვის მიერაა მოცემული განკარგულება, ბოცმანის თუ უშუალოდ კაპიტნის, პირველ რიგში თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს უსაფრთხოებაზე და შემდეგ სხვა. დარწმუნდით რომ გესმით რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ და რომ ეს უსაფრთხოა, ხოლო როგორც კი დარწმუნდებით, შემდეგ შეუდექით საქმეს. 

– რას ვაკეთებდი გემზე? 

კადეტისთვი გემზე მუშაობა ალბათ ყველაზე ამაღელველებელი გამოცდილებაა მის ცხოვრებაში, ვინაიდან პირვლეად უწევს სრულიად უცხო საქმის კეთება. ნავიგაცია, გემის მართვა, სატვირთო ოპერაციები, რაც გულისხმობს ტვირთის მიღებას, დაცლას, ტრანსპორტირების დროს ტვირთის მდგომარეობის კონტროლს და მოვლას, ყოველდღიური გემისთვის დამახასიათებელი საქმე და ა.შ. მინდა გითხრათ რომ საქმის გარეშე გემზე არასოდეს დარჩებით, ხოლო ამ საქმის უმეტესობა კი ძალიან საინტერესოა. 

ნავიგაცია პირადად ჩემთვის არის ერთერთი ძალიან საინტერესო საქმე, რომლითაც შეიძლება დაკავდეს მეზღვაური. ვიწრობებში, პორტებში, ხმელეთთან ახლოს გვხვდება გემების ხშირი მოძრაობა, სადაც გვიწევს სწრაფი მანევრირება და უსაფრთხოდ ცურვა. COLREGs – Convention on the International Regulations for Preventing Collisions at Sea, 1972 არის უმნიშვნელოვანესი კონვენცია, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ სხვა გემების მიმართ. რა თქმა უნდა, კადეტს არავინ დააკისრებს პასუხისმგებლობას რომ გადაწყვეტილებების მიიღოს გემის შემდეგ მანევრზე, თუმცა ხიდურაზე ყოფნისას თქვენ უშუალო მონაწილე იქნებით თუ როგორ იმართება გემი სანავიგაციო ოფიცრის და კაპიტნის უშუალოდ მეთვალყურეობის ქვეშ. 

ღრმა ოკეანში ცურვა წარმომედგინა ძალიან მარტივად, როდესაც ირგვლივ არაფერია სარკისებური ზედაპირის მქონდე ოკეანის გარდა და არცერთი გემიც კი არ მოჩანს ჰორიზონტზე. საქმე-საქმეზე კი აღმოჩნდა რომ ეგ არის ერთერთი რთული მომენტი ოფიცრისთვის, როდესაც ყველაფერი თითქოს მოდუნებისკენ მოგიწოდებს მაგრამ ამ დროს შეიძლება გამოჩნდეს რაღაც საფრთხე, რომლისთვის თავის ასარიდებლად სულ მზად უნდა იყოს ოფიცერი. 

დღესდღეობით გავრცელებულია მოსაზრება, რომ ასტრონავიგაციამ დაკარგა საჭიროება, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. ასტრონავაგიცა არის უმნიშვნელოვანესი გზამკვლევი ღია ზღვაში. მეზღვაური ასტრონავიგაციის ცოდნის გარეშე, ტყეში დაკარგული ადამიანივითაა, რომელსაც რუქა აქვს და წაკითხვა არ შეუძლია. GPS, ECDIS და სხვა ტექნიკური შესაძლებლობი არის ხოლმე მოყვანილი გამოუცდელი მეზღვაურების მხირდან, რომ თითქოს ტექნიკის დამხარებით შეგვიძლია გადავდოთ ასტრონავიგაცია გვერდით, თუმცა სანავიგაციო ოფიცრის მოვალეობასი შედის ყველა მოწყობილობის გამართულად მუშაობის შემოწმებაც. როგორ შევძლებთ იმის დადგენას, GPS სწორ ლოკაციას გვიჩვენებს თუ არა, თუ არ შეგვიძლია არაფერთან მიმართებაში შემოწმება? ან დავუშვათ თეორიულად ელექტრომოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა, რა უნდა ქნას მეზღვაურმა მაგ დროს? მე ზუსტად ასეთი კითხვები გამიჩნდა როდესაც ახლოს შეხების შესაძლებლობა მომეცა ნავიგაციასთან და დავინახე საბაზისო ცოდნის რეალური ფასი.

სატვირთო ოპერაციები იყო ალბათ ყველაზე ამაღელვებელი საქმე ჩემთვის. არ დავმალავ, ყველაზე მეტად მიხაროდა. კი, დიდხანს გრძელდება, რამდენიმე დღეც კი გაწელილა, უძილო ღამეებიც თავისთავად ხშირია, თუმცა, ჯამში ბევრ საინტერესოს გაიგებთ გემის მოწყობილობების მუშაობის პრინციპების შესახებ. ნახავთ როგორ ხდება ჩატვირთვა, როგორ ერთდება სატვირთო მილები, რანაირად ნაწილდება გემის ტანკებში და როგორ ხდება მონიტორინგი ცალკე გამოყოფილ სპეციალური ოთახიდან, CCR – Cargo Control Room. თქვენ გექნებათ შეხება ძალიან ბევრ ხელსაწყოსთან, ავტომატიზირებულ და არაავტომატიზირებულ ტექნიკასთან. თითოეულ მათგანთან გაცნობა დაგემხარებათ სრული სურათის დანახვაში. თავიდან ეს ყველაფერი სრულ ქაოსად მოგეჩვენებათ, შეიძლება მართლა ვერაფერი ვერ გაიგოთ პირველი სატვირთო ოპერაციის მსვლელობისას, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ. პროცესი კომპლექსურია, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო და ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება. ნელ-ნელა ეს ინფორმაცია დაილექება და აღმოაჩენთ რომ რამდენიმე ჩატვირთვა გადმოტვირთის შემდეგ, თქვენ თავიდან ბოლომდე ხვდებით რა და როგორ ხდება. 

 გემის ყოველდღიური საქმეები ძირითადად მოიცავს ინსპექციებს, მცირედ შეკეთებებს და მთლიანად გემის მოვლას. ყველა ოფიცერს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სხვადასხვა ხელსაწყოებზე. მაგალითისთვის, მესამე ოფიცერი ძირითად შემთხვევაში ვალდებულია სხვადასხვა პერიოდულობის რუტინული ინსპექციები ატაროს ხანძარსაწინააღმდეგო ხელსაწყოებზე და სამაშველო საშუალებებზე. თუ კი რაიმე ზიანი აქვს ან შელახულია, შეაკეთოს, ხოლო თუ გემზე შეკეთებას არ ექვემდებარება, გადასცეს უფროს თანაშემწეს და შესაბამისი სერვისი დაიგეგმოს უახლოეს პორტში. ასევე მატროსები, ბოცმანის მეთვალყურეობის ქვეშ ასრულებენ იმ საქმეს, რომელიც დავალებული აქვთ უფროსი თანაშემწის მიერ. საქმე ძირითადად მოიცავს ასევე კონკრეტული მოწყობილობების შეკეთებებს, წმენდას, კოროზიისგან თავის ასარიდებლად ღებავს და ა.შ.

– როგორ ვატარებდი დროს გემზე?

გემზე ძალიან დიდ პატივს სცემენ სამუშაო და დასვენების დროს. დილით 8 საათზე ვიწყებდით მუშაობას, 12-დან 1-მდე გვქონდა შესვენება, 5-6ზე კი ვასრულებდით. შიგადაშიგ არის 15 წთიანი შესვენებები. სავახტო ოფიცრები ვახტაზე არიან დღეში 8 საათი, 4 საათი დღისით და 4 ღამით. მხოლოდ და მხოლოდ პორტებში, სატვირთო ოპერაციებსას ან ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეიძლება რომ შეიცვალოს გრაფიკი, დანარჩენ შემთხვევაში კი სტანდარტული გრაფიკით მუშაობს მთელი ეკიპაჟი. 

მინდა გითხრათ რომ გემზე ყოფნა ჩემთვის ერთი სიამოვნება იყო. სამუშაო საათების შემდეგ, საღამოს, შემეძლო შევსულიყავი დარბაზში, მევარჯიშა, შემდეგ მევახშმა, შემდეგ შევსულიყავი მოსასვენებელ ოთახში სადაც ვიკრიბებოდით და კინოებს ვუყურებდით, ან Playstation-ზე ფეხბურთს ვთამაშობდით. გემზე კალათაც გვქონდა მიმაგრებული და კალათბურთიც კი გვითამაშია. ბარბექიუც ძალიან უყვართ მეზღვაურებს და როდესაც ამინდის და სიტუაციის მხრივ საშუალება არის, სულ ეწყობა. ასევე შეგიძლია ახვიდე კაიუტაში და რაიმეს მარტომაც უყურო, ან ოჯახის წევრებს ესაუბრო. მართალია ინტერნეტ კავშირი სულ არ არის კარგი, თუმცა როდესაც იყო, შანს არ ვუშვებდი ხოლმე ხელიდან რომ მესაუბრა. გემზე ასევე შეგხვდებათ ისეთი საზღვაო ლიტერატურა, აქ პოვნა რომ ძალიან გაგიჭირდებათ და თან საკმაოდ ძვირადღირებულია. თავისუფალი დრო კი ძალიან ბევრი გექნებათ იმისათვის რომ წაიკითხოთ. გირჩევთ არ გამოტოვოთ ეგ შესაძლებლობა.  

                                                                     

ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო სხვადასხვა ქვეყნის მონახულების შესაძლებლობა. ფაქტობრივად თქვენ შეძლებთ მსოფლიოს გარკვეულწილად მოვლას და ბევრი საინტერესო ქალაქის დათვალიერებას. ალბათ მოზგაურობის მოყვარულთათვის მშრალტვირთმზიდი გემები გაცილებით უკეთესია, ვინაიდან სატვირთო ოპერაციები დიდი ხანი გრძელდება. ტანკერებზე კი ეს ცოტათი პრობლემურია, თუმცა შესაძლებელი. ეს ის უდიდესი პლიუსია, რომელსაც ეს სფერო იძლევა.

ამ ბლოგში შევეცადე მცირედ ამეღწერა ის სიტუაცია რაც გემზე მქონდა, თუმცა დარწმუნებული ვარ ბევრი კითხვა გექნებათ დამწყებ მეზღვაურებს, ისევე როგორც მე მქონდა როდესაც პირველად მივდიოდი. შემიძლია მოგცეთ ერთი ძალიან მარტივი და გამოსადეგი რჩევა: არ იფიქროთ რომ გამოუცდელობა ხელს შეგიშლით კარგ კომპანიაში დასაქმებაში. ყველა გემთმფლობელმა კომპანიამ იცის, რომ თქვენ ხართ კადეტი. მათ, რა თქმა უნდა, აინტერესებთ თუ ვინ ავა მათსავე გემზე, მაგრამ უფრო მეტად აინტერესებთ თუ რა დახასაითებით ჩამოხვალთ და რა წინსვლის პერსპექტივა გექნებათ. მიდით ყველა საკრუინგო კომპანიაში, მიიღეთ ბევრი შეთავაზება და აარჩიეთ ის, რომელიც თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელია. 



Tags: ასტრონავაგიცაგაზიარებაგამოცდილებადამწყები მეზღვაურიკადეტინავიგაციანაოსნობაოკეანერჩევებიქიმიური ტანკერი
ShareTweetShareSendShare
ნიკა ლორთქიფანიძე

ნიკა ლორთქიფანიძე

ბოლო სიახლეები

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”
გამოცდილების გაზიარება

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

by ლინდა თურმანიძე
მაისი 16, 2025
65

1. მოგვიყევით თქვენი კარიერული გზის შესახებ: რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება აგერჩიათ საზღვაო სფერო და რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია ამ...

Read moreDetails
RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

ნოემბერი 14, 2024
181
ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

აგვისტო 30, 2024
1.3k
FOC

ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) 2024 წლის ხელსაყრელი დროშების (ქვეყნების) (FOC) სია განაახლა

აპრილი 9, 2024
296
შავი სია, ნაცრისფერი სია, თეთრი სია

პარიზის მემორანდუმის (Paris MOU) ბოლო 6 თვის შედეგები

აპრილი 9, 2024
171
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი

პირველი ქართული საზღვაო პორტალი maritime.ge

გამოგვყევი

კატეგორიები

  • გამოცდილების გაზიარება
  • განათლება
  • გემთფლობელები
  • ინტერვიუები
  • კატეგორიის გარეშე
  • მეზღვაურები
  • მეკობრეები და უშიშროება
  • მსოფლიო
  • ნავსადგურები და ლოგისტიკა
  • საქართველო
  • ტექნოლოგიები და ინოვაციები
  • უსაფრთხოება
  • ფინასები
  • წესები და რეგულაციები

ბოლო სიახლეები

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

მაისი 16, 2025
RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

ნოემბერი 14, 2024
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • მაღაზია

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge