საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოში სანავიგაციო გაფრთხილებების ეროვნული კოორდინატორია. მის შემადგენლობაში შედის საქართველოს სანაპირო ზოლზე განლაგებული სანავიგაციო მოწყობილობათა სისტემები, მნათი და არამნათი სანავიგაციო ნიშნები და ღია ზღვაში განლაგებული კარდინალური და ლატერალური ნიშნები, რომლებიც მცურავი საშუალებების უსაფრთხო ნავიგაციას უზრუნველყოფენ. დეტალურად სამსახურის შესახებ კომპანიის დირექტორი ბატონი რევაზ ბაბილუა გვესაუბრა.
გთხოვთ წარადგინეთ თქვენი თავი (თქვენი მოვალეობები) და მოკლედ გვიამბეთ თქვენს ორგანიზაციაზე – საქართველოს ჰიდროგრაფიულ სამსახურს 2010 წლის დეკემბრიდან ვხელმძღვანელობ. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე გავლილი მაქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები და კურსები, რომლებიც უშალოდ დაკავშირებულია ჰიდროგრაფიულ სამსახურთან, მაგალითად: კორეიის განვითარების სააგენტოში ჰიდროგრაფიული კვლევების დაგეგმარებისა და მეტეოლოროგიის შემსწავლელი კურსები, ასევე გავლილი მაქვს შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის აკადემიაში სანავიგაციო ნიშნების მენეჯმენტი და ა.შ.
რომელი წლიდან ფუნქციონირებთ? – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, როდესაც საბჭოთა არმია გავიდა საქართველოდან, ეს სამსახური ადრე წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფს. დაახლოებით 1995 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება მცირედი აქტივობებით, თუმცა 2000 წლის შემდომ განხორციელდა ახალი ნაბიჯები და აქტივობები, ასევე ახალი ინვესტიციები ამ სამსახურში, რის შედეგადაც სამსახური მეტად გაძლიერდა ამ მიმართულებით.
რა წარმოადგენს თქვენი ორგანიზაციის მთავარ ფუნქციას, დანიშნულებასა და სპეციფიკას? – ჩვენი სამსახურის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს საზღვაო სივრცეში, სანაპირო წყლებში და პორტებში სანავიგაციო უსაფრთოხოების უზრუნველყოფა. სანავიგაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხორციელდება რამდენიმე აქტივობათა ერთობლიობით, როგორებიცაა მეტეოროლოგია, კარტოგრაფია, სანავიგაციო გაფრთხილებები და სხვა აქტოვობები, რომლებიც ერთობლიობაში სანავიგაციო უსაფრთხო გარემოს ქმნის საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში. საქართველო სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენს ბუნებრივია მნიშვნელობა ენიჭება საზღვაო გადაზიდვებს და სწორედ ამ მიმართულებით 100%-ით ვუზრუნველყოფთ ნავიგაციის უწყვეტობას საქართველოში. ამასთან ერთად ჩვენ ხელს ვუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველყოფის პერიოდში.
თანამშრომლობთ თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რა სახის ურთიერთობას ახორციელებთ? – ჩვენ გაწერვიანებულები ვართ შუქურების ორგანიზაციის საერთაშორისო ასოციაციაში, რომელთა შტაბ-ბინა საფრანგეთში მდებარეობს, სადაც უშუალოდ სანავიაგციო ნიშნებია განთავსებული (მარშუტები, შუქნიშნები), რომელიც სწორედ ამ მიმართულებას კურირებს. ასევე გაწერვიანებულები ვართ საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ორგანიზაციაში, რომლის შტაბ-ბინა მონაკოში მდებარეობს, წარმოვადგენთ ორივე ორგანიზაციის ეროვნული წევრებს. შუქურების საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს საზღვაო კვლევებს, კარტოგრაფიასა და უსაფრთხო ნავიგაციისათვის საჭირო ინფორმაციის მეზღავურებზე მიწოდებას. გარდა ამისა ნორვეგული საერთაშორისო ორგანიზაციის პრაიმარის წევრები გახლავართ და სწორედ ეს ორგანიზაცია ახდენს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული რუკების ელექტრონულ რეალიზაციას მთელ მსოფლიში. ასევე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული დიდი ბრიტანეთის სამეფო ჰიდროგრაფიასთან. უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი იყენებენ ჩვენი სამსახურის მიერ წარმოებულ პროდუქტს თავიანთ საქმიანობაში, რაც ერთგვარი აღიარებაა საქართველოსთვის, რადგან ჩვენ 2013 წელს დავიწყეთ სანავიგაციო რუკების წარმოება, ხოლო მათ ამ მხრივ 200 წლიანი გამოცდილება აქვთ და როდესაც პროდუქტს აწარმოებენ, იქვე ახორციელებენ რემარკირებას, რომ საქართველოს მიერ მოპოვებულ მონაცემებს იყენებენ თავიანთ საქმიანობაში.
გაქვთ თუ არა საერთაშორისო აღიარებები? – საქართველოს საზღვაო პოლიტიკის რეალიზაციის განსაკუთრებულ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს საზღვაო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს ნაოსნობის ხარისხის ასამაღლებლად გასატარებელ ცალკეულ ღონისძიებათა ერთობლიობას სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული საშუალებების, ჰიდრო-მეტეოროლოგიური, საზღვაო კარტოგრაფიის და სანავიგაციო გაფრთხილებების დარგის დახვეწას, მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას საერთაშორისო ორგანიზაციების – IHO -ს (საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია) სტანდატებითა და IALA -ს (შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის) სახელმძღვანელოებითა და რეკომენდაციებით.
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ყოველწლიურად წარმატებით გადის ხარისხის მართვის სისტემის გარე საზედამხედველო აუდიტს და სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001-2015 შესაბამისად.
რამდენი თანამშრომელია დასაქმებული თქვენს ორგანიზაციაში? – ჩვენს სამსახურში დასაქმებულია 90 თანამშრომელი.
გთხოვთ გვიამბოთ თუ რა სახის პროექტებს ახორციელებთ და რა მიზანს ემსახურება მათი განხორციელება? – ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენს სამსახურში, ემსახურება სანავიგაციო უსაფრთხოების დონის ამაღლებას საქართველოს საზღვაო სივრცეში. ამ ეტაპზე უკვე მე-4 წელია კორეის ოკეონოგრაფიისა და ჰიდროგრაფიის სააგენტოსთან ვახორციელებთ პროექტს, მათი მხრიდან ხდება 4-დან 7 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩვენს სამსახურში, ხდება როგორც ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა და გადმოცემა, ასევე ტრენინგები სხვდასხვა მიმართულებით. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი გაემგზავრა კორეაში ოთხთვენახევრით. უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენ გვეხმარება, რადგან ჩვენ საქართველოში არ გვაქვს სასაწავლო დაწესებულება, რომელიც ამ პროფესიას შეასწავლის. სწორედ ამიტომ ორგანიზაციების დახმარებით გვიწევს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავუშვათ ჩვენი თანამშრომელები, რათა მიიღონ შესაბამისი განათლება ამ მხრივ. ასევე ორგანიზაციისგან საჩუქრად მივიღეთ გემი, საკვლევი კატერი, ზღვის სიღრმეების საკვლევი ექოლოტი, წყლის დინებების საზომი ხელსაწყოები, ასევე გეოდეზიური დრონი, რომელიც გამოიყენება გეოდეზიური გადაღებებისთვის. ეს ინვენტარები ჩვენი სამსახურისთვის უმნიშვნელოვანესია. სხვდასხვა პროექტების ფარგლებში ხდება სანავიგაციო ნიშნების სრული განახლება, რომელიც განთავსებულია, როგორც ზღვაში, ასევე ხმელეთზე. მაქსიმალურად ვცდილობთ თანამედროვე, ახლებური დიზაინის შემოტანას და მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი დიზაინით გაკეთებული მნათი სიხშირეები, საერთაშორისო შუქურების ორგანიზაციამ მხედველობაში მიიღო და სახელმძვანელოდაც კი წაიღო. გეგმავენ ჩვენს მიერ მოფიქრებული გარკვეული დანადგარების სტრანდარტიზაციას. ასევე ახლო მომავალში ვგეგმავთ ბათუმის პორტის აღჭურვას პლასტმასის სპეციფიური სანავიგაციო მცურავი საშუალებების ნიშნებით, რომლებიც შეჯახების დროს აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება.
წარმოიშვება თუ არა რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორები თქვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის და თუ კი რა არის ეს ფაქტორები? – ჩვენი ორგანიზაციისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს, რადგან გვაქვს სრული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ არ ვართ ბიუჯეტზე დამოკიდებულები, ჩვენ შემოსავალი შემოგვდის საქართველოს საზღვაო სივრცეში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურებიდან. ბუნებრივია შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული სახის პრობლემები გემების შემოსვლის შემცირებით, თუმცა ეს ყოველივე არსებითად არ აისახება ჩვენი სამსახურის საქმიანობაზე. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სიახლეების დანერგვას, რათა საქართველოს საზღვაო სივრცეში ნაოსნობის უსაფრთხოება მაქსიმალურაად იყვეს უზრუნველყოფილი.
გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები – ჩვენი სამომავლო გეგმები უპირველესად რის მოლოდინშიც ვართ გახლავთ უზარმაზარი ჰიდროგრაფიული გემი, რომელსაც ვაშენებთ თურქეთში საქართველოს სახელით, გემის სახელწოდება იქნება „აფხაზეთი“. გემი განკუთვნილია სპეციალიზებული ჰიდროგრაფიული სამუშაოების საწარმოებლად, დაახლოებით 4-5 მილიონ ლარამდე ჯდება მისი მშენებლობა, ასევე გამოიყენება სამეცნიერო კვლევით დანიშნულებით, რაც ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საზღვაო ისტორიაში. გემის დაპროექტებისას გავითვალისწინეთ საქართველოში მომავალი 50 წლის მოსალოდნელი საჭიროებები.
ასევე იხილეთ: საკრუინგო კომპანია Lucent Georgia LLC