ორშაბათი, მაისი 19, 2025
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • კონტაქტი
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
  • მთავარი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
No Result
View All Result
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
No Result
View All Result

მთავარი » მეზღვაური – პედაგოგი

მეზღვაური – პედაგოგი

ნინო ორაგველიძე by ნინო ორაგველიძე
თებერვალი 26, 2024
in ინტერვიუები
Reading Time: 1 min read
A A
მეზღვაური – პედაგოგი

ინტერვიუ შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროს თანაშემწესთან ბატონ ირაკლი შაქარიშვილთან.

 

რამ განაპირობა თქვენი მეზღვაურობა?

ადამიანისთვის მთავარია შრომისმოყვარეობა და არჩეული პროფესიისადმი სიყვარული. თუ ეს ორი კომპონენტი შერწყმულია, იგი არამარტო წარმატების საწინდარი, არამედ ბედნიერების სათავეცაა. გულახდილად რომ გითხრათ, მეზღვაურობა არასდროს მიტაცებდა, ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი იურისტი, პროფესიის არჩევაში ოჯახი დამეხმარა, რისთვისაც ვმადლობ მათ, თუმცა ვაღიარებ და დავსძენ, რომ დღეს რომ მქონდეს არჩევანის უფლება აუცილებლად ისევ მეზღვაურობას ავირჩევდი.

თანამდებობა, რომელზეც ეხლა ვიმყოფები, დიდი ძალისხმევის, მონდომების, დროის, რაღაც დოზით რისკისა და რათქმაუნდა მოტივაციის შედეგია.

რატომ გადაწყვიტეთ პეადოგოგობაც?

როდესაც სტუდენტი გავხდი, განსაკუთრებული პატივისცემით ვიყავი განწყობილი ჩემი ლექტორების მიმართ, ყოველთვის სასიამოვნო იყო მოწვეული ლექტორის ლექცია, რომელიც დასმულ შეკითხვას ამომწურავად პასუხობდა, მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს, რომ მოვა დრო, მეც შევაღებ აუდიტორიის კარს და მეც წავიკითხავ ლექციას… ვოცნებობდი ხმელეთზე ყოფნის დროს რომ წამეკითხა ლექცია და ჩემი ცოდნა გამეზიარებია სტუდენტებისთვის.  ვარ მიწვეული ლექტორი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში,  კოლეჯ მერიდიანში და ასევე მეზღვაურთა სერთიფიცირების ცენტ მერიდიანში ვარ ინსტრუქტორ შემფასებელი.

ლექტორობა ჩემთვის ეს არა მხოლოდ პროფესიული ცოდნაა, არამედ ის უდიდესი ცოდნა და უნარია, რომლის სტუდენტებისთვის გადაცემა, მათ რეალიზებულ პიროვნებებად ჩამოაყალიბებს.

რას გაძლევთ სტუდენტებთან ურთიერთობა?

ჩემთვის სტუდენტებთან კომუნიკაცია სრული ჰარმონიაა, ჩემი სახმელეთო სამსახურის ყველაზე სასიამოვნო განცდაა და მთელ ძალას, ენერგიას დღის დასაწყისსა და დასასრულს მათ ვახმარ. ყოველთვის კმაყოფილი ვარ როცა ყველაფერი კარგადაა, სრულფასოვანი, შედეგიანი, ნაყოფიერი სასწავლო პროცესი და ჩემს მიერ პირნათლად შესრულებული საქმე. მიუხედავად ჩემი სიმკაცრისა, მაინც დავიმსახურე სტუდენტების გულწრფელი სიყვარული, ვარ ბედნიერი და ამაყი, როდესაც შაბათ-კვირასაც დამატებითი ლექციების დროს გადაჭედილი აუდიტორია და სრული ანშლაგია.

პროფესიულ სტუდენტებთან თუ გიმუშავიათ?

წელს პირველად ვკითხულობ კოლეჯ მერიდიანში ლექციას, ვარ ძალიან კმაყოფილი სტუდენტების, მათთან დრო საოცრად გადის, არის ისეთი დღეები, როდესაც დასვენების დროსაც არ გადიან სტუდენტები აუდიტორიიდან და მთელი საათები ვსაუბრობთ ამომწურავად, ვარ ძალიან კმაყოფილი, ვინაიდან რამოდენიმე სტუდენტი დამთანხმდა, რომ მათ სწავლას კოლეჯის დასრულების შემდეგ უმაღლეს საზღვაო სასწავლებელში გააგრძელებენ და მიაღწევენ არჩეული პროფესიის მწვერვალს. კოლეჯში საოცრად სასიამოვნო გარემოა შექმნილი, პროფესიულ ცოდნასთან ერთად, ადამიანურ ფასეულობებს, მეგობრობას სწავლობენ. თეორიულ ცოდნასთან ერთად კოლეჯი პრაქტიკულ გამოცდილებასაც აძლევს და ყველა ლექტორი ამომწურავად და ფუნდამენტალურად უხსნის თავიანთ საგანს. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყვეს, ისეთი გარემოა შექმნილი კოლეჯში რომ, საგაკვეთილო დროის ამოწურვის შემდეგ სტუდენტები რჩებიან დამატებით და მუშაობენ.

რას ფიქრობთ განათლებაზე?

კარგიდან საუკეთესოსკენ შესასცვლელად ყველაზე კარგი გზა განათლების გავრცელებაა, რაც სწორედ მასწავლებლის ამოცანაა. რა უნდა იყოს უფრო შთამაგონებელი, ვიდრე ის, რომ გაქვს ცოდნა, რომელიც შეგიძლია გაავრცელო და ხედავდე როგორ ხდებიან შენი სტუდენტები წარმატებულები. ჩემი წყალობით თუ ერთზე მეტი განათლებული ადამიანი მაინც დადის საზღვაო სფეროში, მაშინ ნამდვილად მაქვს მიზეზი ვიამაყო.

მუდმივად ვცდილობ, რომ გადავფარო ცოდნის საზღვრები და თვითგანვითარებაზე ვიმუშაო, რადგან ჩემს პროფესიას ცხოვრების ბოლომდე რაღაცის სწავლა უწევს.

რას ფიქრობთ სტუდენტთა მოტივაციაზე?

სტუდენტისთვის სწავლის მოტივაციის გაუმჯობესების მიზნით, ლექტორებს მრავალფეროვანი  სტრატეგიების გამოყენება გვჭირდება.  პროფესორები ხშირად ამბობენ, რომ ეფექტური სტრატეგიებით შესაძლებელია სტუდენტს არა მხოლოდ კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდეს, არამედ ყველაზე პასიური სტუდენტიც კი დიდი მონდომებით ჩაერთოს სასწავლო ცხოვრებაში.

სტუდენტების დაბალი მოტივაციის მიზეზი ასევე, შეიძლება იყოს წარუმატებლობის შიში, დაბალი თვითშეფასება, თვითგამოხატვასთან და ცოდნის გამოვლენასთან დაკავშირებული პრობლემები, გადაღლა ხანგრძლივი და ინტენსიური სწავლის ფონზე,  ენობრივი ბარიერი, ასევე ის ფაქტიც, რომ სტუდენტი სწავლასთან ერთად მუშაობს. რასაკვირველია, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სოციალური პრობლემებიც. სასწავლო პროცესის თანმდევმა სირთულეებმა, შეიძლება დააქვეითოს სტუდენტის მოტივაცია და სწავლისადმი ზედაპირული დამოკიდებულების ჩამოყალიბება განაპირობოს. ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ, რა უშლის ხელს სტუდენტს, რომ მოტივირებული იყოს.

რას ურჩევდით თქვენს კოლეგა ლექტორ-მასწავლებლებს?

მე ჩემს კოლეგა ლექტორებს ვურჩევდი – თუ სურთ, რომ სტუდენტი  მოტივირებული იყოს:

  • არ გაამახვილონ ყურადღება ნიშნებსა და შეფასებაზე, რამეთუ, ქულებზე აქცენტირებისას სტუდენტებმა შეიძლება ეგოცენტრულობა გამოავლინონ და ნაკლებად ჩაერთონ დასახული მიზნისა და ამოცანის შესრულებაში;
  • უპირატესობა მიანიჭეთ სტუდენტების თვითშედარებას და არა სხვებთან შედარებას; დაანახეთ სტუდენტებს საკუთარი პროგრესი და განვითარება, განუმარტეთ დაშვებული შეცდომები და მათი არსი;
  • დაიმახსოვრეთ, რომ ლექტორის მიდგომას თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური მახასიათებლები განსაზღვრავს. სტუდენტების მოტივატორების შერჩევისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მათი საჭიროებები და მოთხოვნები, რაც ნათლად იკვეთება უშუალოდ სწავლების პროცესში;

მინდა ვუსურვო ყველა სტუდენტს საუკეთესო მომავალი და ყველა ლექტორს, საქმისადმი სიყვარული.

Tags: გაზიარებამასწავლებელიმეზღვაურიმოტივაციაპედაგოგისტუდენტი
ShareTweetShareSendShare
ნინო ორაგველიძე

ნინო ორაგველიძე

ბოლო სიახლეები

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”
გამოცდილების გაზიარება

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

by ლინდა თურმანიძე
მაისი 16, 2025
64

1. მოგვიყევით თქვენი კარიერული გზის შესახებ: რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება აგერჩიათ საზღვაო სფერო და რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია ამ...

Read moreDetails
RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

ნოემბერი 14, 2024
181
ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

აგვისტო 30, 2024
1.3k
FOC

ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) 2024 წლის ხელსაყრელი დროშების (ქვეყნების) (FOC) სია განაახლა

აპრილი 9, 2024
296
შავი სია, ნაცრისფერი სია, თეთრი სია

პარიზის მემორანდუმის (Paris MOU) ბოლო 6 თვის შედეგები

აპრილი 9, 2024
170
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი

პირველი ქართული საზღვაო პორტალი maritime.ge

გამოგვყევი

კატეგორიები

  • გამოცდილების გაზიარება
  • განათლება
  • გემთფლობელები
  • ინტერვიუები
  • კატეგორიის გარეშე
  • მეზღვაურები
  • მეკობრეები და უშიშროება
  • მსოფლიო
  • ნავსადგურები და ლოგისტიკა
  • საქართველო
  • ტექნოლოგიები და ინოვაციები
  • უსაფრთხოება
  • ფინასები
  • წესები და რეგულაციები

ბოლო სიახლეები

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

მაისი 16, 2025
RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

ნოემბერი 14, 2024
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • მაღაზია

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge