სამშაბათი, მაისი 20, 2025
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • კონტაქტი
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
  • მთავარი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
No Result
View All Result
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
No Result
View All Result

მთავარი » ინტერვიუ დამწყებ მეზღვაურთან

ინტერვიუ დამწყებ მეზღვაურთან

ნინო ორაგველიძე by ნინო ორაგველიძე
აგვისტო 3, 2023
in ინტერვიუები, მეზღვაურები, საქართველო
A A
ინტერვიუ დამწყებ მეზღვაურთან

გთხოვთ წარგვიდგინოთ თქვენ თავი – ალექსანდრე შარაბიძე, პროფესიით გახლავართ მეზღვაური და როგორც ქართველი მეზღვაურების უმეტესობა, დავიბადე და გავიზარდე ბათუმში. ვსწავლობ და მალე დავასრულებ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ბაკალავრის ხარისხით.

გვიამბეთ თუ რატომ აირჩიეთ ეს პროფესია – გასაკვირი არ არის, რომ სხვა პროფესიებთან შედარებით, მეზღვაურობის არჩევის მიზეზები ხშირად მეზღვაურებს შორის ემთხვევა. ძირითადად მიზეზები ამ პროფესიის არჩევისას მაღალი ხელფასი და/ან ოჯახური პროფესიის გაგრძელებაა, ასევე იშვიათია პროფესიისა და ზღვის რომანტიზირების შემთხვევებიც. ჩემს შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ ეს არის ყველა ზემოთ ჩამოთვლილის ერთობლიობა. ზღვისპირა ქალაქში ცხოვრებამ და თავად ზღვამ დიდი გავლენა იქონია ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე. როდესაც ადამიანების უმეტესობა ზღვაში ხედავდა თავგადასავლების ან სიმდიდრის შესაძლებლობებს, მე დავინახე სიმშვიდე.  დავინახე  უკეთესი მომავალი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და იმის შანსი, რომ მემუშავა ზღვებსა და ოკეანეებში, გარშემო არსებული სიმშვიდით. სიმშვიდით, რომელიც მოდის სრული სიჩუმიდან ან ოკეანის დაუოკებელი კაკოფონიიდან. კიდევ ერთი ასპექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს გადაწყვეტილებაში, გავმხდარიყავი მეზღვაური, გახლავთ დედაჩემის ოჯახი, სავსე შესანიშნავი და განსაკუთრებული მეზღვაურებით, რომლებმაც გადალახეს საზღვაო სფეროს საზღვრები ისე, როგორც ეს ძალიან ცოტამ მოახერხა. საბოლოო ჯამში, მე ავირჩიე ეს გზა, რადგან გარშემო მყავს უამრავი შესანიშნავი, სამაგალითო მეზღვაური და გარემო, რომელიც მამშვიდებს და რომელშიც რეისის დროს ვმუშაობ და ვცხოვრობ.

რა მოგწონთ ქართულ საზღვაო განათლებაში და რას გააუმჯობესებდით? – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ისევე როგორც ბევრ ქვეყანას და საგანმანათლებლო სისტემას მთელ მსოფლიოში გასავლელი აქვს დიდი გზა „იდეალურობამდე“, მე მაინც მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ ჩვენი საზღვაო განათლების სფერო ორიენტირებულია ჩვენი მეზღვაურების კეთილდღეობასა და განვითარებაზე მრავალი წელია. ჩვენი მეზღვაურების სწავლების, ტრენინგის და სერტიფიცირების განმახორციელებელ ყველა დაწესებულებას აქვს ერთი საერთო მიზანი და პრიორიტეტი, რომელიც ჩვენი მეზღვაურების, როგორც ჩვენი სამუშაოს პროფესიონალების აღიარებაა მთელს მსოფლიოში.

გთხოვთ გაიხსენოთ  თქვენი პირველი გასვლა ზღვაში – ჩემი პირველი, ეგრეთ წოდებული „გამგზავრება“ ზღვაში, ადამიანისა, რომელიც ელოდა მეზღვაურად გახდომას, იყო ჩემი მშობლიური ქალაქის ნავსადგურიდან. მშვენიერი ამინდი იყო, ზღვა ისე მშვიდი, როგორც არასდროს და წყალი კრისტალურად სუფთა. გამაოგნებელი მომენტი, რომელიც მუდამ დარჩება ჩემში, იყო როცა ნაპირი აღარ გამოჩნდა. სწორედ  მაშინ ვიგრძენი ემოციების უდიდესი მოზღვავება და დაუმორჩილებელი სიმტკიცე იმისა, რომ ეს არის ის, რისი განცდაც სულ მომინდება ისევ და ისევ ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში.

რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს პროფესიაში? – რაც ყველაზე მეტად მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული არჩევანია, არის გემზე ჩვენი მუშაობის სპეციფიკა. მარტივად, რომ ვთქვათ, ჩვენი საქმის „straightforwardness“ – პირდაპირობა. ეს ვართ მხოლოდ ჩვენ, გემი და ოკეანე. იმისთვის, რომ ყველაფერმა იმუშაოს, ყველა იყოს უსაფრთხოდ, არ უნდა მოდუნდეთ, უნდა იყოთ პროდუქტიული, ეფექტური, უნდა შეასრულოთ თქვენი მოვალეობები, ასევე აუცილებელია თვითგანვითარება. უნდა იბრძოლოთ სიდიადისაკენ, უნდა გინდოდეთ იყოთ უკეთესი. არ არსებობს არჩევანი, ალტერნატივა, არც A, B ან C. არსებობს მხოლოდ სამუშაო, რომელიც უნდა შესრულდეს და თქვენ, ვინც უნდა შეასრულოთ ის.

რა სირთულეებს აწყდებით პროფესიულ საქმიანობაში? – სანამ განხორციელდებოდა ჩემი პირველი ოფიციალური საოკეანო  კონტრაქტი, რომელიც 8 თვე გრძელდებოდა, ვფიქრობდი, რომ სახლიდან დიდი ხნით შორს ყოფნა არ იქნებოდა ყველაზე რთული რამ, რასაც შევხვდებოდი. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სტრესი, გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა, მკაცრი გარემო და სამუშაოს სპეციფიკა, რომელიც უნდა გადავლახოთ. გასაკვირია, მაგრამ შევმცდარვარ, თუმცა მამძიმებდა არა ჩემი წასვლის დროის ხანგრძლივობა, არამედ ჩემი ოჯახის, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების, ჩემი ქალაქის და ჩემი ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ყოველდღიური შეხვედრებისა და წვრილმანი დავალებებისადმი მონატრება.

გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენთვის ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო მომენტი ზღვაში ყოფნის დროს – შეუძლებელია იმ შთაბეჭდილებისა და გამოცდილების სრულფასოვნად გადმოცემა, რაც ვიხილე სინგაპურიდან ადენის ყურისაკენ მიმავალმა. ვცადე ამეღწერა რამდენიმეჯერ, მაგრამ ნანახის არარეალურობის გადმოცემა ყოველთვის წარუმატებელად სრულდება. მე ვეწეოდი ჩემს 00:00-04:00 ვახტას მეორე ოფიცერთან და მატროსთან ერთად. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ, დავინახეთ თუ როგორ აქაფდა წყალი ცისფერი ელვარებით, რომელიც თანდათან უმატებდა კაშკაშს. პირველად არ მინახავს ბიოლუმინესცენტური პლანქტონები, თუმცა მსგავსი რამ ნადვილად ვერ წარმომედგინა – ნახევარ საათში სიკაშკაშე იმდენად გაიზარდა, რომ მთლიანი ოკეანე დაფარა და ერთადერთი რასაც ამ საოცარ სანახაობას შევადარებდი არის ვარსკვლავებით გადაჭედილი ღამის ცა. ნათების სიმძლავრე და მასშტაბი იმდენად უკიდეგანო იყო, რომ ვხედავდით თუ როგორ ანათებდა მთლიანი ოკეანე ცისფრად და ციმციმა ნაწილაკები ეფინებოდა ჰორიზონტს. სიტყვები უძლურია ამ საოცრების ასაღწერად.

რა რჩევებს მისცემდით სტუდენტებს? – ერთადერთი რჩევა, რომელიც მინდა მივცე პირველკურსელებს და ზოგადად სტუდენტებს, არის ის რომ არასოდეს შეწყვიტონ საკუთარ თავზე მუშაობა. თქვენი მიზნების მიღწევის პირველი ნაბიჯი, მათი გადალახვა და უფრო ახალი, მაღალი, რთული მიზნების დასახვა და კიდევ ერთხელ გადალახვა არის თქვენი თვითგანვითარების პრიორიტეტი, საკუთარი თავის ზრდა და სურვილი, იყოთ ყოველთვის უკეთესი – საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. იპოვეთ თქვენი მოტივატორი ფაქტორი, როგორიც არ უნდა იყოს ის, დადებითი თუ უარყოფითი გრძნობებისაგან წარმოშობილი, სიხარულისაგან თუ სევდისაგან განპირობებული, ჩაეჭიდეთ მას და გამოიყენეთ ის ნებისმიერი სირთულის, სტრესის თუ საეჭვო სიტუაციის გადასალახად.

რა რჩევებს მისცემდით პირველ წამსვლელ კადეტებს? – ნუ შეგეშინდებათ იყოთ ცნობისმოყვარე, გაბედული, ყოველთვის ეცადეთ შეისწავლოთ მეტი და აღმოაჩინოთ ის, რაც ჯერ არ იცით. სცადეთ ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა ეს არის თქვენი მოვალეობა თუ ჯერ არ გეხებათ, მაინც სცადეთ, ისწავლეთ და დაეუფლეთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ რომელ საფეხურზე დგახართ, რომ არ წაიქცეთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია წინ გახედვა, რომ შეძლოთ წინსვლა და განვითარება. და რაც მთავარია, ყოველთვის მიანიჭეთ პრიორიტეტი უსაფრთხოებ

Tags: გამოცდილებაგანვითარებადამწყებიმეზღვაურიპლანქტონებისტუდენტიწარმატებაწინსვლა
ShareTweetShareSendShare
ნინო ორაგველიძე

ნინო ორაგველიძე

ბოლო სიახლეები

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”
გამოცდილების გაზიარება

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

by ლინდა თურმანიძე
მაისი 16, 2025
65

1. მოგვიყევით თქვენი კარიერული გზის შესახებ: რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება აგერჩიათ საზღვაო სფერო და რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია ამ...

Read moreDetails
RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

ნოემბერი 14, 2024
181
ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

აგვისტო 30, 2024
1.3k
FOC

ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) 2024 წლის ხელსაყრელი დროშების (ქვეყნების) (FOC) სია განაახლა

აპრილი 9, 2024
296
შავი სია, ნაცრისფერი სია, თეთრი სია

პარიზის მემორანდუმის (Paris MOU) ბოლო 6 თვის შედეგები

აპრილი 9, 2024
171
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი

პირველი ქართული საზღვაო პორტალი maritime.ge

გამოგვყევი

კატეგორიები

  • გამოცდილების გაზიარება
  • განათლება
  • გემთფლობელები
  • ინტერვიუები
  • კატეგორიის გარეშე
  • მეზღვაურები
  • მეკობრეები და უშიშროება
  • მსოფლიო
  • ნავსადგურები და ლოგისტიკა
  • საქართველო
  • ტექნოლოგიები და ინოვაციები
  • უსაფრთხოება
  • ფინასები
  • წესები და რეგულაციები

ბოლო სიახლეები

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

მაისი 16, 2025
RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

ნოემბერი 14, 2024
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • მაღაზია

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge