სამშაბათი, მარტი 17, 2026
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • კონტაქტი
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
  • მთავარი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
No Result
View All Result
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
No Result
View All Result

მთავარი » „საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან

„საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან

ლინდა თურმანიძე by ლინდა თურმანიძე
მარტი 17, 2026
in გამოცდილების გაზიარება, განათლება, ინტერვიუები, მეზღვაურები
Reading Time: 1 min read
A A
„საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან
  1. ლიზი, მოგვიყევით თქვენს შესახებ.

მოგესალმებით, მე გახლავართ ლიზი ქავთარაძე, ნავიგაციის მესამე კურსის სტუდენტი.

  1. რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია საზღვაო სფეროში კარიერის დასაწყებად?

ბავშვობიდანვე მქონდა განსაკუთრებული ინტერესი ზღვისა და საზღვაო სამყაროს მიმართ, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზა,ბათუმში სტუმრობისას დიდ დროს ვატარებდი ზღვისა და გემების ყურებაში. ზღვა ყოველთვის განსაკუთრებულად მიზიდავდა თავისი უსასრულო ჰორიზონტითა და საიდუმლოებით. დაახლოებით 11 წლის ასაკში უკვე გადავწყვიტე, რომ მომავალში მეზღვაური გავმხდარიყავი.

ამ სურვილის გაძლიერებაში დიდი როლი ითამაშეს გოგონებმა, რომლებიც იმ პერიოდში სწავლობდნენ საზღვაო აკადემიაში. მათ მაგალითმა დამანახა, რომ ქალებისთვისაც სრულიად შესაძლებელია ამ სფეროში წარმატების მიღწევა, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაცია გახდა,დღეს კი ვსწავლობ იმ მიმართულებით, რომელიც ყველაზე მეტად მიზიდავს და ყოველდღიურად ვცდილობ უფრო მეტად გავიღრმავო ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში.

  1. რამდენად რთულია ამ სფეროში სწავლა და რა არის ყველაზე საინტერესო ნაწილი?

მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადავწყვიტე ამ პროფესიის არჩევა, აქტიურად დავიწყე ინფორმაციის მოძიება მეზღვაურების ცხოვრების წესსა და პროფესიულ სირთულეებზე. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს გზა მარტივი არ იქნებოდა და გარკვეული გამოწვევები აუცილებლად იქნებოდა, თუმცა ძლიერი მოტივაციის წყალობით ყოველთვის ვცდილობდი მათ გადალახვას.

რაც შეეხება სწავლას — ეს პროცესი ძალიან საინტერესო და მრავალმხრივია. ჩვენ ვსწავლობთ მრავალ განსხვავებულ საგანს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ჩვენს მომავალ პროფესიას. ასევე ვმონაწილეობ სხვადასხვა პროგრამებსა და ღონისძიებებში, რომლებიც გამოცდილებასა და პროფესიულ მოტივაციას კიდევ უფრო მაძლიერებს.

ყველაზე საინტერესო ნაწილი კი ჩემთვის საზღვაო პრაქტიკა და სიმულაციური სწავლებაა, რადგან სწორედ ამ პროცესში ვუახლოვდები რეალურ პროფესიულ გარემოს და ვიღებ იმ გამოცდილებას, რომელიც მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

 

  1. როგორ მოხვდით გაცვლით პროგრამაში?

GOBT – Global On Board Training Program გახლდათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი გაცვლითი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. აღნიშნული პროგრამა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საერთაშორისო პროგრამებს შორის ერთ-ერთია და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გაიცნონ სხვა ქვეყნების საზღვაო განათლების სისტემა და განივითარონ პროფესიული უნარები.

  1. რა გამოცდილება მიიღეთ კორეაში სწავლით, რაც მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ?

კორეაში სწავლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გამოცდილება იყო. ამ პროგრამის ფარგლებში შევიძინე როგორც პროფესიული ცოდნა, ასევე გავეცანი სრულიად განსხვავებულ კულტურას, სასწავლო გარემოსა და თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიებს.

გარდა აკადემიური ცოდნისა, გავიუმჯობესე გუნდური მუშაობის უნარები, კომუნიკაცია საერთაშორისო გარემოში .ვფიქრობ, ეს გამოცდილება მომავალში აუცილებლად დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში და საერთაშორისო საზღვაო სივრცეში მუშაობაში.

  1. იყო თუ არა რაიმე გამოწვევები უცხო ქვეყანაში სწავლის დროს?

რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში სწავლა გარკვეულ გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული. პირველ რიგში ეს არის ახალი გარემო და განსხვავებული კულტურა.თუმცა სწორედ ასეთი გამოცდილებები გვასწავლის ადაპტაციას, დამოუკიდებლობასა და პრობლემების გადაჭრას.

  1. როგორია ქალის როლი დღეს საზღვაო სფეროში?

დღეს ქალის როლი საზღვაო სფეროში სულ უფრო მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ეს პროფესია ძირითადად მამაკაცებთან ასოცირდებოდა, თანამედროვე რეალობაში სულ უფრო მეტი გოგონა ირჩევს საზღვაო კარიერას და წარმატებითაც ახორციელებს მას.

ქალები აქტიურად მონაწილეობენ საზღვაო ინდუსტრიაში როგორც გემებზე, ასევე ადმინისტრაციულ და მართვით პოზიციებზე. ვფიქრობ, მთავარი არის პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა — ეს თვისებები კი გენდერზე დამოკიდებული ნამდვილად არ არის.

  1. რას ურჩევდით სტუდენტებს (განსაკუთრებით გოგონებს), რომლებიც ფიქრობენ საზღვაო განათლებაზე?

ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ საკუთარი ოცნებებისა და მიზნების. თუ ადამიანს ნამდვილად უყვარს ზღვა და ამ სფეროში ხედავს საკუთარ მომავალს, აუცილებლად უნდა სცადოს.

საზღვაო პროფესია მოითხოვს შრომას, პასუხისმგებლობასა და ძლიერ ხასიათს, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და პერსპექტიული სფეროა. მნიშვნელოვანია საკუთარ შესაძლებლობებში რწმენა და მუდმივი განვითარება — სწორედ ეს არის წარმატების მთავარი გასაღები.

ShareTweetShareSendShare
ლინდა თურმანიძე

ლინდა თურმანიძე

ბოლო სიახლეები

„საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან
გამოცდილების გაზიარება

„საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან

by ლინდა თურმანიძე
მარტი 17, 2026
125

ლიზი, მოგვიყევით თქვენს შესახებ. მოგესალმებით, მე გახლავართ ლიზი ქავთარაძე, ნავიგაციის მესამე კურსის სტუდენტი. რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია საზღვაო სფეროში...

Read moreDetails
„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

მაისი 16, 2025
198
RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

ნოემბერი 14, 2024
312
ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

აგვისტო 30, 2024
1.6k
FOC

ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) 2024 წლის ხელსაყრელი დროშების (ქვეყნების) (FOC) სია განაახლა

აპრილი 9, 2024
403
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი

პირველი ქართული საზღვაო პორტალი maritime.ge

გამოგვყევი

კატეგორიები

  • გამოცდილების გაზიარება
  • განათლება
  • გემთფლობელები
  • ინტერვიუები
  • კატეგორიის გარეშე
  • მეზღვაურები
  • მეკობრეები და უშიშროება
  • მსოფლიო
  • ნავსადგურები და ლოგისტიკა
  • საქართველო
  • ტექნოლოგიები და ინოვაციები
  • უსაფრთხოება
  • ფინასები
  • წესები და რეგულაციები

ბოლო სიახლეები

„საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან

„საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან

მარტი 17, 2026
„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

მაისი 16, 2025
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • მაღაზია

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge