ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024

საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები

იმ ქვეყნებში, სადაც რატიფიცირებულია 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენცია – MLC 2006, საკრუინგო სააგენტოებმა, რომლებიც გთავაზობენ დასაქმების სერვისებს, არ უნდა გადაახდევინონ მეზღვაურს თანხა სამუშაოს ძიებისას. ხარჯი, რომელიც უნდა გაიღოს მეზღვაურმა, არის:

  • კანონით დადგენილი სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად;
  •  მეზღვაურის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი) მისაღებად;
  • საერთაშორისო პასპორტის ან მსგავსი პირადი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად.

ვიზის ღირებულება  უნდა გადაიხადოს გემთმფლობელმა!
გარდა ამისა, ყველა კერძო საკრუინგო სააგენტო უნდა იყოს ლეგალური და უზრუნველყოს მომსახურების ეფექტური და ადეკვატური სისტემა, რომელიც იცავს მეზღვაურის უფლებებს და ხელს უწყობს მათ დასაქმებას.
აკრძალულია შავი სიების წარმოება!!!
იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდან არის მეზღვაური, საკრუინგო კომპანიას შეუძლია შესთავაზოს მას დასაქმების სერვისები კოლექტიური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
თუ ქვეყანა არ არის MLC 2006 კონვენცის წევრი – ამ ქვეყანაში დარეგისტრირებული საკრუინგო კომპანიები მაინც უნდა აკმაყოფილებდნენ MLC 2006 კონვენციის მოთხოვნებს.

  • კომპანია არის აღიარებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ;
  • კომპანიას აქვს ISO და MLC სერტიფიკატები;
  • კომპანია აწარმოებს მის მიერ დასაქმებული მეზღვაურების შესახებ რეესტრს;
  • კომპანია აახლებს მის მიერ დასაქმებული მეზღვაურების სიებს და საკონტაქტო ინფორმაციას;
  • კომპანია აცნობს მეზღვაურს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ  უფლებებსა და მოვალეობებს და აძლევს მეზღვაურს დროს გაეცნოს ამ პირობებს ხელმოწერამდე;
  • კომპანია გადასცემს მეზღვაურს შრომითი ხელშეკრულების ასლს;
  • კომპანიის  შეთანხმებები შეესაბამება მოქმედ ეროვნულ კანონებს და CBA-ს;
  • ამოწმებს მეზღვაურის კვალიფიკაციას;
  • რწმუნდება, რომ დამსაქმებლები ფინანსურად უზრუნველყოფილები არიან მეზღვაურის მიმართ თავისი მოვალეობების შესრულებისთვის;
  • გააჩნიათ საჩივრების განხილვის ეფექტური სისტემა;
  • გააჩნიათ მოწესრიგებული სადაზღვეო სისტემა.
  • დაასაქმოს შესაბამისი ცოდნის მქონე პერსონალი;
  • პატივი სცეს და დაიცვას კონფიდენციალურობა.
  • უსასყიდლოდ უპასუხოს მეზღვაურის ოჯახის მხრიდან მოთხოვნილ ინფორმაციას მეზღვაურის ზღვაში ყოფნის პერიოდში;
  • ფლობდეს განახლებულ საკონტაქტო ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში;
  • გაგაცნოთ ნებისმიერი გადამზიდავი კომპანიის პოლიტიკა, მაგ. მშრალტვირთმზიდი გემის პოლიტიკა გემზე ალკოჰოლის მიღების თაობაზე და ა.შ. (ყველა კომპანიას თავისი პოლიტიკა აქვს);
  • დარწმუნდეს, რომ იმ კომპანიის გემებზე, რომელსაც ის აწვდის ეკიპაჟს, სამუშაო პირობები შეესაბამება ყველა მოქმედ კანონს, რეგულაციას და CBA-ს.

თუ საკრუინგო სააგენტო არღვევს კონვეციის და შესაბამისად მეზღვაურის მოთხოვნებს/უფლებებს, მეზღვაურს შეუძლია გაასაჩივროს:

  • თავისი ქვეყნის შესაბამის ორგანოში;
  • დამსაქმებელ კომპანიასთან;
  • დროშის სახელმწიფოს შესაბამის ორგანოში;
  • ნავსადგურის სახელმწიფოს შესაბამის ორგანოში;
  • მიმართოს ITF-ს რჩევისათვის.