კვირა, მარტი 29, 2026
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • კონტაქტი
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
No Result
View All Result
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
No Result
View All Result

მთავარი » მუსიკოსი მეზღვაური ბათუმიდან

მუსიკოსი მეზღვაური ბათუმიდან

ლინდა თურმანიძე by ლინდა თურმანიძე
სექტემბერი 15, 2023
in ინტერვიუები, საქართველო
A A
მუსიკოსი მეზღვაური ბათუმიდან

გაგაცნობთ უნიჭიერეს მუსიკოსს, მომავალ გემის კაპიტანს ნიკა გალოგრეს.

ინტერვიუში ნიკა გვიყვება მეზღვაურის პროფესიაზე და თავის საყვარელ ჰობზე – „მუსიკაზე“

ის არის მაგალითი თუ, როგორ შეიძლება იყო კარგი მეზღვაური და ამავდროულად იყო კარგი მუსიკოსი

გთხოვთ წარგვიდგინოთ თქვენი თავი –

მე ვარ ნიკა გალოგრე მუსიკოსი მეზღვაური ბათუმიდან. დავამთავრე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტი და ვარ მოქმედი მეზღვაური.

გვიამბეთ თუ რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ბავშვობიდან ყოველთვის მიზიდავდა თავგადასავლები, გამოწვევები და სიახლეების აღმოჩენა. როცა დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო, თუ რა პროფესიას ავირჩევდი არჩევანი მეზღვაურობაზე შევაჩერე, რადგან ეს ის პროფესიაა, რომელიც მეხმარება ავიხდინო ყველა ჩემი ოცნება.

როგორც ვიცით გატაცებული ხართ მუსიკით, რა არის თქვენთვის მუსიკა და რამდენად გეხმარებათ ნაოსნობის რთული დღეების დაძლევაში ეს ჰობი?

მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მე მჯერა მუსიკის ძალის. მჯერა, რომ მას სიმშვიდის და სიყვარულის მოტანა შეუძლია. ნაოსნობაშიც, როცა იყო დამღლელი და რთული დღეები მუსიკა არასდროს მტოვებდა, როცა ვუკრავ ან ვმღერი ვივსები ენერგიით, პოზიტივით და ახალი შემართებით ვარ ჩემი საქმის მიმართ.

აწყობთ თუ არა მეზღვაურებისთვის განტვირთვის დღეებს(ნაოსნობის პერიოდში) და რამდენად ხშირად?

კი, ძალიან ხშირად ვმართავდით ისეთ საღამოებს, სადაც ეკიპაჟის წევრები ვიკრიბებოდით და დროს ერთად ვატარებდით პატარა კონცერტების ფონზე. ეს არის უდიდესი სიამოვნება და განტვირთვა მეზღვაურებისთვის, რადგან ზღვაში ერთმანეთის გარდა სხვა არავინ გვყავს.

 გაისხენეთ თქვენთვის საყვარელი დღე ნაოსნობაში, რომელიც დაკავშირებულია ასევე თქვენს საყვარელ ჰობთან?

ეს იყო დღე, როცა გემის დათვალიერების დროს აღმოვაჩინე მუსიკალური ოთახი, სადაც ყველანაირი ინსტრუმენტი დამხვდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ გემზე მსგავს ოთახს აღმოვაჩენდი. მეორე გასაოცარი აღმოჩენა იყო, როდესაც პირველად შევიკრიბეთ ეკიპაჟის წევრები დავინახე, რომ ჩემთან ერთად სხვა ეკიპაჟის წევრებიც იყო გატაცებული მუსიკით და სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ამ დროს მივხვდი რომ მარტო მე არ ვიყავი გემზე, ვისთვისაც მუსიკა ჰობი და საყვარელი საქმე იყო.

როგორია თქვენი ცხოვრება ზღვაში და ხმელეთზე?

შეიძლება ითქვას, რომ ზღვაში და ხმელეთზე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრებით ვცხოვრობ. ზღვაში ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ავირჩიე პროფესიად, ვმუშაობ ოჯახისგან, ნათესავებისგან და საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით, მიწევს სხვადასხვა გამოწვევებთან გამკვლავება და მხოლოდ ჩემი თავის იმედი მაქვს.

ხმელეთზე კი ვარ იმ გარემოცვაში, რომელიც მიყვარს, მყავს ბენდი “რატომაც არა” და ჩემი ბენდის წევრებთან ერთად ვატარებ ხმელეთზე ყოფნის უმეტეს დროს. ვმართავთ უამრავ კონცერტს და ჩვენი მსმენელისგან ვიღებთ უდიდეს სიამოვნებასა და დადებით ემოციებს.

გთხოვთ გაიხსენოთ პირველი გასვლა ზღვაში

პირველი შეგრძნებები ყოველთვის ტკბილად მაგონდება და  ყოველთვის მეღიმება ხოლმე.

პირველად, გემზე ასვლა ძალიან ამაღელვებელი იყო.

ფეხს ვიდგამდი იმ პროფესიაში რომელიც თავისდროზე ავირჩიე. მახსოვს პირველი ვოიაჟი, რომელიც იყო ანტვერპენი – ნიუ იორკი.

საყვარელ ქალაქში მოვხვდი, რასაც ვერასდროს დავივიწყებ და ვერც ვიფიქრებდი თუ ეს პირველი პორტი იქნებოდა სადაც შევიდოდი.

რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს პროფესიაში?

ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ძალიან ბევრ გამოწვევას და სირთულეს აწყდები  და ძირითადად მარტო გიწევს გამკვლავება ამ ყველაფერთან, რაც ძალიან დიდ გამოცდილებას გაძლევს, რომლის შედეგადაც ყალიბდები, როგორც ნამდვილ მეზღვაურად ასევე დამოუიკიდებელ პიროვნებად.

რა სირთულეებს აწყდებით პროფესიულ საქმიანობაში?

ვფიქრობ სირთულე რასაც შეიძლება წავაწყდეთ მეზღვაურები არის ჩვენთვის საყვარელი და ახლო ადამიანებისგან შორს ყოფნა. ყოველთვის ისიც არ ხერხდება, რომ ხშირი კომუნიკაცია გვქონდეს ინტერნეტის მეშვეობით, რადგან შუა ოკეანეში ყოველთვის არ გვაქვს კარგი ინტერნეტი და ა.შ.

გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენთვის ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო მომენტი ზღვაში ყოფნის დროს

თუ არ ჩავთვლით გემზე პირველად ასვლის დროს განცდილ ემოციებს შემდეგი ამაღელვებელი და საინტერესო მომენტი იყო, როდესაც მოვხვდით ძალიან დიდ შტორმში დაახლოებით 12 ბალი იყო ქარის სიჩქარე. ყველა განცვიფრებული იყო კაპიტნის ჩათვლით, რადგან ასეთი შტორმი თავადაც არ ენახათ. მთელ ხიდურზე ყველანაირი ინვენტარი ძირს ცვიოდა, მაგრამ ყველაფერმა ღმერთს მადლობა კარგად ჩაიარა და პირველივე ჯერზე მივიღე ისეთი გამოცდილება, რასაც ხალხი წლების განმავლობაში იღებს.

რა რჩევებს მისცემდით სტუდენტებს?

სტუდენტებს ვურჩევ, რომ საფუძვლიანად ისწავლონ და მეტი ყურადღება გაამახვილონ პრაქტიკულ კურსებზე.

რა რჩევებს მისცემდით პირველ წამსვლელ კადეტებს?

წამსვლელ კადეტებს ვურჩევ, რომ მოემზადნონ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად.

განსაკუთრებით მზად იყვნენ იმისთვის, რომ არ ეყოლებათ გვერდით საყვარელი ადამიანები და მარტო მოუწევთ ამ რთული გზის გავლა.

Tags: გამოცდილებამეზღვაურიმუსიკამუსიკოსი მეზღვაურიჰობი
ShareTweetShareSendShare
ლინდა თურმანიძე

ლინდა თურმანიძე

ბოლო სიახლეები

საერთაშორისო რეგულაციები და ხარისხის მართვის სისტემების მნიშვნელობა საზღვაო ინდუსტრიაში.
ეკატერინე აღამანაშვილი

საერთაშორისო რეგულაციები და ხარისხის მართვის სისტემების მნიშვნელობა საზღვაო ინდუსტრიაში.

by ლინდა თურმანიძე
მარტი 20, 2026
98

საზღვაო ინდუსტრია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად რეგულირებად სექტორს გლობალურ ეკონომიკაში. გემების ოპერირება, პორტების საქმიანობა, საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა...

Read moreDetails
„საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან

„საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან

მარტი 17, 2026
519
„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

მაისი 16, 2025
204
RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

ნოემბერი 14, 2024
320
ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

აგვისტო 30, 2024
1.6k
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი

პირველი ქართული საზღვაო პორტალი maritime.ge

გამოგვყევი

კატეგორიები

  • გამოცდილების გაზიარება
  • განათლება
  • გემთფლობელები
  • ეკატერინე აღამანაშვილი
  • ინტერვიუები
  • კატეგორიის გარეშე
  • მეზღვაურები
  • მეკობრეები და უშიშროება
  • მსოფლიო
  • ნავსადგურები და ლოგისტიკა
  • საქართველო
  • ტექნოლოგიები და ინოვაციები
  • უსაფრთხოება
  • ფინასები
  • წესები და რეგულაციები

ბოლო სიახლეები

საერთაშორისო რეგულაციები და ხარისხის მართვის სისტემების მნიშვნელობა საზღვაო ინდუსტრიაში.

საერთაშორისო რეგულაციები და ხარისხის მართვის სისტემების მნიშვნელობა საზღვაო ინდუსტრიაში.

მარტი 20, 2026
„საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან

„საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან

მარტი 17, 2026
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • მაღაზია

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge