ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024

მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები

  • მეზღვაურს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფაში;
  • გამოხატოს თავისი მოსაზრება სამუშაო პროცედურებზე, რადგან მას შეუძლია გააუმჯობესოს ისინი, შექმნას გუნდური და სასიამოვნო გარემო ყველასათვის;
  • მეზღვაურს აქვს უფლება, თავი დააღწიოს სახიფათო სიტუაციებს ან ოპერაციებს, როდესაც აქვს საფუძველი იფიქროს, რომ არსებობს გარდაუვალი და სერიოზული საფრთხე მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის. ასეთ პირობებში კომპეტენტური ოფიცერი დაუყოვნებლივ უნდა იყოს ინფორმირებული, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი რეაგირება პრობლემასთან დაკავშირებით;
  • მიიღოს წახალისება;
  • მაქსიმალურად  გაითვალისწინონ და დაიცვან კომპანიის მიერ გაწერილი უსაფრთხოების ზომები;
  • მაქსიმალურად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე სხვა პირებზე, რომლებიც შეიძლება დაზარალდნენ სამუშაოზე მათი ქმედებებით ან უმოქმედობით;
  • გამოიყენონ და მოუფრთხილდნენ მათ ხელთ არსებულ პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას, ტანსაცმელსა და ყველა სხვა საჭირო ნივთს;
  • არ გამოიყენონ არასწორად მათი ან სხვათა დასაცავად გათვალისწინებული საშუალოებები;
  • დაუყოვნებლივ შეატყობინონ თავიანთ უშუალო ხელმძღვანელს ნებისმიერი სიტუაციის შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას, როგორც საკუთარ თავს, ასევე მთელ ეკიპაჟს;
  • მონაწილოება მიიღონ უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხთან არსებულ ყველა შეხვედრაში;
  • გარდა საგანგებო შემთხვევებისა, მეზღვაურები, თუ სათანადოდ არ არიან უფლებამოსილნი, არ უნდა გამოიყენონ ან გადაადგილონ უსაფრთხოების მოწყობილობები ან სხვა ნებისმიერი სახის აღჭურვილობა, ხელსაწყო, რომელებიც უზრუნველყოფს მათ თავდაცვასა და უსაფრთხოებას;
  • მეზღვაურებმა არ უნდა გამოიყენონ ის აღჭურვილობები, რომელთა ექსპლუატაციის, შენარჩუნებისა და გამოყენების სათანადო უფლება არ აქვთ;
  • მეზღვაური, რომელიც გასცემს ბრძანებას ან სხვაგვარად ავალებს სხვა მეზღვაურს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბრძანება / ინსტრუქცია მაქსიმალურად გასაგებია;
  • თუ მეზღვაურს ბოლომდე არ ესმის ბრძანება, ინსტრუქცია ან ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაცია, აუცილებელია სწორი მიდგომის შერჩევა, რათა გაითვალისწინოს მისი ხელმძღვანელისა თუ კოლეგის მოსაზრება;
  • მეზღვაურები ვალდებულნი არიან გამოიჩინონ განსაკუთრებული გულმოდგინება ხანძრის, სამაშველო ნავის ან სხვა წვრთნებისა და გადაუდებელი სიტუაციების დროს;
  • ეკიპაჟის წევრებმა გულმოდგინედ და პროფესიონალურად უნდა განახორციელონ გემთმფლობელის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პოლიტიკა. ეკიპაჟის ყველა წევრი აუცილებელია მაქსიმალური მხარდაჭერა გამოხატოს გემისა და კოლეგების უსაფრთხოებაზე;
  • აუცილებელია ეკიპაჟის სხვა წევრებთან კომუნიკაცია ყოველდღიური ოპერაციების, ტექნიკური მომსახურების საკითხებთან და გადაუდებელ სიტუაციებთან დაკავშირებით;
  • გემის ტექნიკის მოვლა, მათ შორის სხვადასხვა აღჭურვილობის, ძრავების, გენერატორების, ტუმბოების და სხვა მექანიზმების რუტინული მოვლა-გაფრთხილება;
  • კავშირის შენარჩუნება სანაპიროზე დამხმარე პერსონალთან რადიოს ან სატელიტური ტელეფონის მეშვეობით;
  • საჭიროების შემთხვევაში ხანძარსაწინააღმდეგო მოვალეობების შესრულება, მათ შორის ცეცხლის ჩაქრობა და ადამიანების გადარჩენა;
  • საჭიროებისამებრ ყურადღებით ადევნეთ თვალყური ნავიგაციის საფრთხეებს და მოახდინეთ დროული რეაგირება ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას;
  • შეასრულოს მეზღვაურთა მომზადების, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნები.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 1919 წელს, დაარსების დღიდან, დაადგინა შრომის საერთაშორისო წესები ყველა მუშაკისთვის და ასევე განსაკუთრებული სტანდარტები მეზღვაურთათვის 60-ზე მეტ ქვეყანაში. ეს მეთოდები ერთად აღებული წარმოადგენს სტანდარტების ფართო კრებულს და პრაქტიკულად ეხება მეზღვაურთა ცხოვრებისა და შრომის ყველა ასპექტს.
2016 წლის თებერვალში კონვენცია და რეკომენდაციები განახლდა და კონსოლიდირებული იქნა 2006 წლის საზღვაო შრომის ახალ კონვენციაში.
საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციები სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მეზღვაურთა შრომის პირობებზე.
საზღვაო შრომის კონვენცია იყო შემოთავაზებული იმ მიზნით, რომ საზღვაო ვაჭრობა გლობალურად სამართლიანი და სტანდარტიზებული ყოფილიყო ყველა მეზღვაურისათვის, განურჩევლად ყველა რეგიონისა.

კონვენცია მოიცავს ისეთ სპეციფიკურ მიზნებს, როგორიცაა:

  • მეზღვაურებისთვის მინიმალური სტანდარტების დაცვა;
  • სამართლიანი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა მთელი მსოფლიოს მასშტაბით;
  • მსოფლიო სტანდარტების მოდერნიზება საზღვაო საჭიროებებისათვის;
  • მინიმალური საჭიროებები ისეთი პირობებისთვის, როგორიცაა დასაქმება, განსახლება, რეკრეაციული საშუალებები, საკვები, ჯანმრთელობის დაცვა, მკურნალობა, კეთილდღეობა და სოციალური დაზღვევა;

მეზღვაურთა უფლებები აღნიშნულია კონვენციის IV მუხლში და აცხადებს, რომ ყველა მეზღვაურს აქვს:

  • უსაფრთხო სამუშაო გარემოში მუშაობის უფლება, რომელიც შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს;
  • უზრუნველყოფილი იყოს ბორტზე ღირსეული სამუშაო და საცხოვრებელი პირობებით;
  • უფლება მოითხოვოს ჯანმრთელობის დაზღვევა, სამედიცინო დახმარება, კეთილდღეობის ზომები და სოციალური დაცვის სხვა ფორმები;
  • სამართლიანი დასაქმების უფლება.

კონვენციის III მუხლი ხელს უწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ მეზღვაურებს ასევე მიეწოდებათ ILO-ს ძირითადი უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია:

  • ასოციაციის თავისუფლება;
  • იძულებითი შრომის აღმოფხვრასთან;
  • ბავშვთა შრომის აღმოფხვრასთან;
  • დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან;

 2006 წლის კონვენციიდან შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ქვესათაური და წესი:

მინიმალური მოთხოვნები მეზღვაურებისათვის გემზე მუშაობისთვის:

წესი 1.1 – მინიმალური ასაკი;
წესი 1.2 – სამედიცინო სერტიფიკატი;
წესი 1.3 –  განათლება, კვალიფიკაცია და გამოცდილება;
წესი 1.4 – დასაქმება და განთავსება

დასაქმების პირობები

წესი 2.1 – მეზღვაუთა შრომითი ხელშეკრულება;
წესი 2.2 – ხელფასი;
წესი 2.3 – განსაზვრული სამუშაო და დასვენების საათები;
წესი 2.4 – შვებულების უფლება;
წესი 2.5 – საჭიროებისამებრ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება (რეპატრიაცია – Repatriation);
წესი 2.6 – მეზღვაურების კომპენსაცია გემის დანაკლისისა და შევსებისას (აქ მგონი იგულისხმება ნებისმიერი დანაკარგი გემზე ან გადაჭარბებული მარაგის ქონა);
წესი 2.7 – დაკომპლექტების დონეები (Manning levels);
წესი 2.8 – კარიერული წინსვლა და ახალი უნარების განვითარება.

განთავსება, დასასვენებელი ობიექტები და კვება

წესი 3.1 – განთავსება და დასვენების (რეკრეაციული) ობიექტები;
წესი 3.2 – კვება.

ჯანმრთელობის დაზღვევა, სამედიცინო დახმარება და სოციალური დაცვა

წესი 4.1 – სამედიცინო დახმარების გაწევა, როგორც გემზე, ასევე ხმელეთზე;
წესი 4.2 –  გემთმფლობელის პასუხისმგებლობა;
წესი 4.3 – ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების დაცვა, უბედური შემთხვევების პრევენცია;
წესი 4.4 – წვდომა ხმელეთზე არსებული კეთილდღეობის ობიექტებზე (საავადმყოფო);
წესი 4.5 – სოციალური უსაფრთხოება.

დაცვა და აღსრულება

წესი 5.1 – სახელმწიფო დროშის პასუხისმგებლობა;
წესი 5.2 – ნავსადგურის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა;
წესი 5.3 – შრომის მიწოდების პასუხისმგებლობა.