ყველა მეზღვაური ვალდებულია, დასაქმების კონტრატზე ხელის მოწერამდე შეისწავლოს მისი პირობები და ყურადღება მიაქციოს კონტრატში მითითებულ ინფორმაციას:
- გემფლობელის მონაცემები – სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი;
- გემის მონაცემები – სახელი, დროშა, IMO ნომერი;
- ნავსადგურის სახელი, სადაც მეზღვაური უნდა ავიდეს გემზე;
- ხელფასი (ჩაშლილი – როგორც საბაზო, ასევე ზეგანაკვეთური);
- ზეგანაკვეთურის ანაზღაურების პირობები და საათები;
- მეზღვაურის მონაცემები – სახელი და გვარი, საერთაშორისო პასპორტის მონაცემები, მეზღვაურის წიგნაკის მონაცემები;
- კონტრაქტის პერიოდი, ხანგრძლივობა (თვეებში);
შენიშვნა 1: აუცილებელია საკრუინგო კომპანიამ წინასწარ წარმოადგინოს „გენერალური ხელშეკრულება“ გემთფლობელსა და საერთაშორისო ტრანსპორტის მუშაკთა კავშირს შორის (ITF), სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, როგორც თქვენი, ასევე გემთფლობელის ვალდებულებები და ყველა პირობა.
შენიშვნა 2: ასევე, კონტრაქტზე ხელის მოწერამდე, გთხოვთ ისარგებლეთ შემდეგი ბმულით, სადაც შეიყვანთ დაგეგმილი გემის მონაცემებს და გადაამოწმეთ ეს გემი / გემთფლობელი არის თუ არა ITF წევრი, რაც თქვენი კონტრაქის პირობების შესრულების და დაზღვევის გარანტიაა: https://www.itfseafarers.org/en/look-up
ITF-ს აქვს ძლიერი გავლენა მეზღვაურების ხელფასზე და პირობებზე, რომლებიც მუშაობენ ხელსაყრელი დროშების (FOC) ქვეშ მცურავ გემებზე.
რას წარმოადგენს ხელსარელი დროშები?
ხელსაყრელი დროშის მქონე გემი არის გემი, რომელიც ცურავს სხვა ქვეყნის დროშით, გარდა საკუთარი ქვეყნისა. ბორტზე მყოფი მომუშავე პირებისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს:
- ძალიან დაბალი ხელფასს
- ბორტზე ცუდ პირობებს
- არასაკმარის საკვებსა და სუფთა სასმელ წყალს
- მუშაობის ხანგრძლივი პერიოდი სათანადო დასვენების გარეშე, რაც იწვევს სტრესს და დაღლილობას
„დროშის გატანით“ გემის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ:
- მინიმალური რეგულაციებით
- იაფი რეგისტრაციის საფასურით
- დაბალი ან არანაირი გადასახადებით
- გლობალური შრომის ბაზრიდან იაფი მუშახელის დასაქმების თავისუფლებით
ITF მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს „ ნამდვილი კავშირი “ გემის რეალურ მფლობელსა და დროშას შორის, რომელსაც გემი ატარებს, გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის (UNCLOS) შესაბამისად. FOC რეესტრები ართულებს გემის მფლობელებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას, პროფკავშირების, ინდუსტრიით დაინტერესებულ მხარეებისა და საზოგადოების მხრიდან.
ბოლო პერიოდში გლობალიზაციამ ხელი შეუწყო კონკურენტუნარიან გადაზიდვას ბაზარზე, FOCs საფასურისა და რეგულაციების შემცირებას, რადგან გემის მფლობელები ეძებენ ყველაზე იაფ გზას გემების მართვისთვის.
სხვდასხვა წინაღობები მეზღვაურებისთვის:
სახელშეკრულებო მოთხოვნები
სერიოზულმა ტრავმამ შეიძლება დაასრულოს მეზღვაურის კარიერა და ოჯახს რეგულარული შემოსავალი წაართვას. დამოუკიდებლად მეზღვაურებს კომპენსაციის მიღების ძალიან მცირე შანსი აქვთ. ITF და მისი შვილობილი გაერთიანებები ეხმარებიან მეზღვაურებს ამ საქმეების განხილვასა და მოგვარებაში სასამართლოს მეშვეობით.
თანხის მიღება
ყოველდღიურად ITF იღებს ინფორმაციას სხვდასხვა ეკიპაჟების შესახებ, რომლებსაც მაღალი ხელფასები აქვთ და ზოგიერთი ეკიპაჟის წევრი უბრალოდ უხელფასოდ მუშაობს. ხშირ შემთხვევაში აღმოაჩენენ, რომ კომპანიები აჭიანურებენ ან ვერ ახორციელებენ გადახდებს მათი ოჯახებისთვის. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა გადის თვეები მეზღვაურებისთვის დაპირებული თანხების გადახდის გარეშე. ITF-ის ინსპექტორების მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მეზღვაურებისთვის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. 2011-2013 წლებში, ITF-მა 103 მილიონი აშშ დოლარი ამოიღო ეკიპაჟისთვის, რომელსაც არ ჰქონდათ მიღებული ხელფასი – საშუალოდ 34,3 მილიონი აშშ დოლარი წელიწადში. ბევრი FOC გემი დაცულია ITF შეთანხმებებით, რაც პირდაპირ იცავს 250000-ზე მეტ მეზღვაურს.
მათი საჭიროებების გამოხატვა
მიუხედავად ძალისხმევისას, FOC-ის ბევრ მეზღვაური შეშინებულია გასაპროტესტებლად. არაკეთილსინდისიერი დაკომპლექტების აგენტები ავრცელებენ მეზღვაურთა გვარებს, რომლებიც ინსპექტორებს უჩივიან. ჯერ კიდევ ჩვეულებრივი პრაქტიკაა გემის კაპიტანისთვის მეზღვაურის აღწერის წიგნაკში „ITF troublemaker“-ის ჩაწერა. მათ ჩანაწერში ასეთი ნიშნით, მეზღვაური შეიძლება აღარასოდეს დასაქმდეს. დაფიქსირებულია შემთხვევები, რომ ზოგიერთი მეზღვაური სახლში დაბრუნების შემდეგაც კი დააპატიმრეს.
ITF-ის როლი
ITF აწარმოებს შეთანხმებებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის საზღვაო დამსაქმებლებთან და დაკომპლექტების სააგენტოებთან, რათა უზრუნველყოს მინიმალური სტანდარტები და პირობები მეზღვაურთათვის.
მექსიკის პოლიტიკა, რომელიც მიღებულ იქნა ITF-ის კონგრესზე 2010 წელს, ავალდებულებს შვილობილ გაერთიანებებს უზრუნველყონ ყველა მეზღვაური პროფკავშირის სათანადო წარმომადგენლობით და დაცვით. ისინი ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ კოლექტიური ხელშეკრულების წარმოება ყველა მეზღვაურისთვის, განურჩევლად მათი ეროვნებისა და წარმოშობის ქვეყნისა.
- პოლიტიკურად:
ITF ეძებს საერთაშორისო სამთავრობო შეთანხმებას იმის შესახებ, რომ არსებობდეს რეალური კავშირი გემის დროშის ქვეშ მოცურავესა და მისი მფლობელების, მენეჯერებისა და მეზღვაურების ეროვნებასა ან რეზიდენციას შორის.
- ინდუსტრიულად:
ITF უზრუნველყოფს, რომ მეზღვაურები, რომლებიც დასაქმებულნი არიან FOC გემებზე, მიუხედავად მათი ეროვნებისა, დაცულნი იყვნენ გემთმფლობელის ექსპლუატაციისგან.
სამრეწველო კამპანიამ მოახერხა ღირსეული ხელფასისა და პირობების დაცვა თითქმის 11,500 FOC გემზე. ITF გახდა სტანდარტის მატარებელი ექსპლუატაციისა და არასათანადოდ მოპყრობილი მეზღვაურებისთვის, განურჩევლად ეროვნებისა. ყოველწლიურად, ITF და მისი შვილობილი გაერთიანებები ანაზღაურებენ მილიონობით დოლარს სიკვდილის ან ტრავმის კომპენსაციის სახით მეზღვაურების სახელით, რომლებსაც სხვაგან წასასვლელი არსად აქვთ.
ITF-ის მიერ დამტკიცებული კოლექტიური ხელშეკრულებები
ITF-ის მიერ დამტკიცებული კოლექტიური ხელშეკრულებები ადგენს ხელფასს და სამუშაო პირობებს FOC გემების სრული ეკიპაჟისთვის, განურჩევლად ეროვნებისა. ყველა გემი, რომელიც დაფარულია ITF-ის მიერ დამტკიცებული ხელშეკრულებით, იღებს სერთიფიკატს, რომელიც მიუთითებს ბორტზე შეთანხმებულ ხელფასზე და სამუშაო პირობებზე.
არსებობს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები, რომლებიც ასახავს ინდუსტრიის საკრუიზო და ზღვისპირა ხელშეკრულებების სირთულეს და რეგიონებს შორის განსხვავებებს.
ინსპექტირება
150-ზე მეტი ITF ინსპექტორი მსოფლიო პორტებში უზრუნველყოფს შეთანხმებებათა შესაბამისობას. ITF-ის ინსპექტორები წარმოადგენენ პროფკავშირის ოფიციალურ პირებს, რომლებიც არიან სრულ ან ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პირები და უშუალოდ მუშაობენ ITF-თან. ისინი აკვირდებიან ხელფასების, სოციალურიმდგომარეობისა და დასაქმების პირობებს. საჭიროების შემთხვევაში, იღებენ ზომებს ITF პოლიტიკის განსახორციელებლად.
დოკერებთან მუშაობა
სამართლიანი პრაქტიკის კომიტეტი (FPC) შედგება როგორც მეზღვაურებისგან, ასევე დოკერების პროფკავშირებისგან. FPC შეხვედრებს შორის ყოველ მეორე წელს, FPC-ის არჩეული მმართველი ჯგუფი განიხილავს მოხერხებულობის დროშების კამპანიის ყოველდღიურ მუშაობასა და ეფექტურობას.
მეზღვაურთა და დოკერთა პროფკავშირები ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო და ხარისხიანი სამუშაო ადგილები პორტის ყველა მომუშავე პერსონალისთვის. ბევრ ქვეყანაში აწყდებიან პრივატიზაციას პორტში მომუშავე პერსონალები: შემთხვევითი და არასტაბილური სამუშაო, არაადეკვატური ტრენინგი და მათი გაერთიანების თავისუფლების დარღვევა. ამ პრობლემების გადასაჭრელად, ITF-მა პორტის მოხერხებულობის კამპანია დაიწყო.
FOC ქვეყნები
შემდეგი ქვეყნები გამოცხადდა FOC-ებად ITF-ის სამართლიანი პრაქტიკის კომიტეტის მიერ (ITF მეზღვაურთა და დოკერთა გაერთიანებების ერთობლივი კომიტეტი), რომელიც აწარმოებს ITF კამპანიას FOC-ების წინააღმდეგ:
|
|