პირველადი დახმარება არის დაზარალებული ან ავადმყოფი ადამიანის დახმარება გადაუდებელ სიტუაციაში, როდესაც გარშემო არ არის სასწრაფო დახმარება ან დაზარალებული არ იმყოფება ჰოსპიტალში. ამ დროს თითოეული წუთი მნიშვნელოვანია და ადამიანმა უნდა გააკეთოს ყველაფერი რაც შეუძლია მის დასახმარებლად.
იმისთვის, რომ დაზარალებულს პირველადი დახმარება გაუწიოთ, მნიშვნელოვანია თქვენ გქონდეთ შესაბამისი ცოდნა და სწრაფი, ადექვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი.
შესაბამისი ცოდნა საჭიროა განსხვავებული დაზიანებებისა თუ დაავადებების ამოსაცნობად და შესაბამისი რეაგირებისთვის, ხოლო სწრაფი და ადექვატური გადაწყვეტილებების მიღების უნარი საჭიროა, რათა შეძლოთ რთულ ვითარებაშიც კი შეუყოვნებლად განაგრძოთ მოქმედება (მაგ: რა შემთხვევაში და როდის გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, როდის არ მიხვიდეთ დაზარალებულთან ან როდის გადაიყვანოთ დაზარალებული სხვა ადგილზე). ასევე საჭიროა არ დაიბნეთ და განაგრძოთ არჩეული სწორი გეგმის განხორციელება.
- არ დაიბნე!
- შეაფასე გარემოს უსაფრთხება!
- დაიცავი საკუთარი უსაფრთხოება!
- დაათვალიერე დაზარალებული!
- გააკეთე შეტყობინება ხიდურზე (ხმელეთზე – დარეკე შესაბამის ნომერზე, მაგ: 112, 911 და ა.შ)!
- გაიაზრე რითი შეგიძლია დაეხმარო!
- დაეხმარე!
- სად მოხდა უბედური შემთხვევა;
- რა მოხდა;
- რამდენი დაშავებულია;
- რა სახის დაზიანებებია;
- დაელოდე შემხვედრ შეკითხვებს;
- არ გათიშო ტელეფონი პირველმა;
- შეინარჩუნოთ სიმშვიდე ოპერატორთან საუბრის დროს!
- შეუხსენით მჭიდრო ტანსაცმელი;
- დაეხმარეთ მიიღოს სითხე;
- უკონტროლეთ სუნთქვა;
- შეამცირეთ სტრესი;
- დაეხმარეთ დაჯდომაში ან დაწოლაში.
ვამოწმებთ სტანდარტულად:
- არის თუ არა გარშემო საფრთხე (თუ გარშემო ხანძარია ან რაიმე სხვა საფრთხე, დაზარალებული უნდა გადავიყვანოთ სხვა უსაფრთხო ადგილას, პირველ რიგში დარწმუნდით რომ თქვენთვის გარემო უსაფრთხოა);
- გამოდის თუ არა კონტაქტზე დაზარალებული – თუ დაზარალებული პირი კონტაქტზე გამოდის, ეცადეთ ისუნთქოს, დაწვეს ან დაჯდეს, საჭიროების შემთხვევაში მიეცით წყალი დასალევად, დაელოდეთ მისი ცნობიერების სრულად დაბრუნებას;
- გამოვიძახოთ (გამოვაძახებინოთ) სასწრაფო დახმარება, თუ პაციენტს ცნობიერება დაკარგული აქვს;
- ვნახოთ სასუნთქი გზები – შესაძლოა რაიმე ახშობდეს სასუნთქ გზებს, ამ შემთხვევაში უნდა გავათავისუფლოთ სასუნთქი გზები;
- შევამოწმოთ სუნთქვა – შესაძლოა სასუნთქი გზები თავისუფალი იყოს თუმცა პაციენტი არ/ვერ სუნთქვადეს;
- შევამოწმოთ პულსაცია – პულსი უნდა შევამოწმოთ მაჯაზე, შესაძლოა მაჯაზე არ ისინჯებოდეს და ამ შემთხვევაში ვცადოთ საძილე არტერიის პულსაციის გასინჯვა;
- ჩავატაროთ CPR (ხელოვნური სუნთქვა) – იმ შემთხვევაში თუ არ იგრძნობა სუნთქვა და პულსაცია;
- შეაფასეთ დაზარალებულის შესაძლო დაზიანებები, ხომ არ აქვს რაიმე ტრავმა მიღებული, აღინიშნება თუ არა ჭრილობა და არის თუ არა სისხლდენა;
- დარეკეთ ან დარწმუდნით რომ ვინმე დარეკავს სასწრაფო დახმარების პუნქტში – იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არ ესინჯება პულსი და სუნთქვა ან/და აქვს ტრავმული დაზიანებები;
- თუ დაზარალებულს აღენიშნება სუნთქვა და პულსი, ამასთანავე არ აქვს რაიმე ტიპის დაიზანება, დაზარალებული პირი დავაწვინოთ ძირს (თუ მან სხვაგან დაკარგა გონება, მაგალითად სკამზე);
- ნებისმიერი მჭიდრო სამოსი შევხნსათ, რაც შეიძლება სუნთქვაში უშლიდეს ხელს;
- დაზარალებულ პირს მიეცით საშუალება ისუნთქოს ჰაერი. ასეთ შემთხვევებში ხშირად თავს ეხვევა ადამიანთა გუნდი, ამის გამო პაციენტს ჰაერის მარტივად მიღება უჭირს. დაშალეთ ასეთი ჯგუფი, ან სთხოვეთ უკან დაიხიონ, პაციენტს მისცენ სუნთქვის საშუალება. თუ ეს დახურულ სივრცეში ხდება, გამოაღეთ ფანჯარა ან კარი;
- პაციენტი დააწვინეთ ზურგზე და აუწიეთ ფეხები მაღლა დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე.
ძლიერი სისხლდენის დროს მიყევით შემდეგ პირველად დახმარებას:
1. მოაშორე ნებისმიერი ტანსაცმელი ან უცხო ნივთი ჭრილობას
არ შეეხო ჭრილობაში ღრმად მყოფ ტანსაცმელს ან ნებისმიერ სხვა საგანს. არ დაიწყო ჭრილობის ზედმეტი თვალიერება და მიზეზების ძებნა. პირველადი დახმარების მთავარი მიზანი ამ დროს არის სისხლდენის შეჩერება. გამოიყენე რეზინის ან სილიკონის ხელთათმანები (უსაფრთხოებისთვის) თუ შესაძლებელია.
2. შეაჩერე სისხლდენა
მოათავსე სტერილური საფენი ან ნებისმიერი ქსოვილი ჭრილობაზე. დააწექი პირდაპირ ამ საფენს თქვენი ხელისგულით სისხლდენის საკონტროლებლად. განაგრძე ზეწოლა სანამ სისხლდენა არ შეწყდება. ზეწოლის შესანარჩუნებლად გამოიყენე ბინტით შეხვევა ან ტანსაცმლის სუფთა ნაფლეთი. შეახვიე. ნუ გამოიყენებ ზეწოლით სისხლდენის შეჩერების ტექნიკას როცა სისხლდენა თვალზეა.
3. დაეხმარე დაზარალებულს დაწვეს
დააწვინე დაზარალებული შალის ქსოვილზე ან რამე თბილზე. ეს დაეხმარება მას სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში. მშვიდად შეამოწმეთ მისი მდგომარეობა.
4. არ მოაშორო საფენი
თუ ნახვევიდან, საფენიდან ჭრილობა ჟონავს, არ მოაშორო. ზევიდან დააფინე კიდევ ერთი ან რამდენიმე და განაგრძე ზეწოლა სისხლის შეჩერებამდე.
5. ტურნიკეტი – სისხლის შესაჩერებელი ღვედი, ლახტი
ლახტი გამოიყენება და კარგია კიდურიდან სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენის დროს. გამოიყენეთ ლახტი (ტურნიკეტი) თუ ფლობთ ამ ტექნიკას. დააწერეთ დადების დრო ან პირველადი დახმარების ბრიგადას უთხარით დადების დროს (როცა მოვლენ).
6. დააფიქსირეთ დაზიანებული ნაწილი
შეხვევის (ან ლახტის დადების შემდეგ) დატოვეთ ყველაფერი ისე როგორც არის. ეცადეთ დაზიანებული ადგილი დააფიქსიროთ, რათა არ ამოძრაოს. მოძრაობამ შეიძლება ადგილი შეუცვალოს საფენს, სახვევს და სისხლდენა განახლდეს. სცადეთ რაც შეიძლება მალე მიიყვანოთ ან მიმართოთ სასწრაფო დახმარებას.
სითბური გამოფიტვის ნიშნებია:
- ცივი, ტენიანი (ოფლიანი) კანი
- ძლიერი ოფლიანობა
- სისუსტე
- თავბრუსხვევა
- დაღლილობა
- სუსტი, სწრაფი პულსი
- დაბალი არტერიული წნევა ფეხზე დგომისას
- კუნთების სპაზმი
- გულისრევა
- თავის ტკივილი
სითბურმა გამოფიტვამ შესაძლოა გამოიწვიოს სითბური დაკვრა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა. თუ ეჭვობთ სითბურ გამოფიტვაზე, მომენტალურად მიჰყევით ინსტრუქციას:
- გადაიყვანეთ ადამიანი ჩრდილში ან კარგად ვენტილირებულ (გაგრილებულ) ოთახში;
- დააწვინეთ დაზარალებული და აუწიეთ ფეხები მაღლა;
- გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი;
- დაალევინეთ ცივი წყალი ან სითხე (ალკოჰოლისა და კოფეინის გარეშე);
- გააგრილეთ პიროვნება ცივი წყლის შესხმით ან ცივი, სველი ნაჭრით, ყინულით, ან გრილი ჰაერის დაბერვით (მარაო ან თუნდაც მუყაოთი ჰაერის დაბერვა), მის სხეულს ჭირდება გაგრილება, ამიტომ გამოიყენეთ ნებისმიერი საშუალება
დააკვირდით დაზარალებულს და დარეკეთ სასწრაფოში თუ სიმპტომები უარესდება ან არ იცვლება ერთი საათის განმავლობაში, განსაკუთრებით თუ:
- მან გონება დაკარგა;
- არის აღგზნებული და შფოთავს;
- აქვს დეზორიენტაცია;
- აქვს კრუნჩხვები;
- აქვს კუნთების სპაზმი;
- არ შეუძლია დალიოს წყალი;
- სხეულის ტემპერატურა 40 C (გრადუს ცელსიუსს) აღწევს.
- ერთი ხელი მოვათავსოთ მაშავებულის შუბლზე და გადავუწიოთ თავი უკან, მეორე ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით;
- დააფიქსირებოთ ნიკაპი;
- გავუხსნათ პირის ღრუ;
- შევუმოწმოთ პირის ღრუ;
- შევუმოწმოთ ენის მდგომარეობა პირის ღრუში.
- პირველ რიგში ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე;
- სთხოვეთ დაშავებულს დაჯდეს და ოდნავ წინ გადაიხაროს;
- ცერა და საჩვენებელი თითებით მოახდინეთ ზეწოლა ცხვირის ნესტოებზე. სთხოვეთ დაშავებულს ამ დროს ისუნთქოს პირით. გააგრძელეთ უწყვეტი ზეწოლა 10 წუთის განმავლობაში და ამ დროის გასვლამდე ნუ ეცდებით ნახოთ შეჩერდა თუ არა სისხლდენა. ეს დრო საჭიროა სისხლის შედედებისთვის;
- ცხვირიდან სისხლდენის განმეორების მინიმუმამდე შესამცირებლად, სთხოვეთ დაზარალებულს არ გამოიწმინდოს ცხვირი სისხლდენის შეჩერებიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში.
- თავის უკან გადაწევა სისხლდენის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის გადაცდენა სასუნთქ გზებში;
- ცხვირის ძვალზე ზეწოლა;
- ცხვირზე ყინულის დადება;
- ცხვირის ღრუში ტამპონების ჩადება. ამ უკანასკნელის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი/შესაბისად გაწვრთნილი პიროვნება.
- როდესაც სისხლდენა გრძელდება 15 წუთზე მეტი;
- როდესაც სისხლდენა ძლიერია;
- როდესაც სისხლდენას თან სდევს ძლიერი სიფერმკრთალე, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა.
კრუნჩხვა უმეტეს შემთხვევაში გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში, იხსნება თავისით, ყოველგვარი ჩარევის გარეშე და ძალზე იშვიათად არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს რისი გაკეთებაა საჭირო ამ დროს:
- პირველ რიგში ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე;
- გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება;
- მოათავსეთ დაშავებული ისე, რომ კრუნჩხვის დროს არ დაზიანდეს ახლომდებარე საგნებთან შეჯახებით;
- დაუფიქსირეთ ხელებით მხოლოდ თავი დაზიანების აცილების მიზნით;
- დააწვინეთ დაშავებული მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე ან დაგაუწიეთ თავი გვერდზე. ასეთ პოზიციაში მას არ გადასცდება ნერწყვი ან ნაღებინები მასები;
- გაათავისუფლეთ სხეული მოჭერილი ტანსაცმლისგან;
- ნუ შებოჭავთ დაშავებულს კრუნჩხვის დროს, ამით კრუნჩხვას ვერ შეაჩერებთ და შეიძლება ხელი შეუწყოთ მეტი დაზიანების განვითარებას;
- ნუ ეცდებით გაუხსნათ პირი ძალის გამოყენებით, ან გამოუწიოთ ენა, ვინაიდან ის „არ იყლაპება“. ასეთი ქმედებით თქვენ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენოთ მას;
- არ დაალევინოთ სითხე ან მედიკამენტი, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ის ბოლომდე გამოფხიზლებულია;
- კრუნჩხვის დასრულების შემდეგ კუნთები დუნდება, ამიტომ მნიშვენელოვანია გვერდზე წოლა სრულ გამოფხიზლებამდე. ასეთ პოზიციაში თავიდან იქნება აცილებული ნერწყვის ან ნაღებინები მასების გადაცდენა. გარდა ამისა სუნთქვა მაქსიმალურად გაადვილებულია;
- დარჩით გვერდით სრულ გამოფხიზლებამდე ან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე;
- ეცადეთ ჩაინიშნოთ კრუნჩხვის ხანგრძლივობა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ექიმისთვის.
- გულის არეში, განსაკუთრებით – მკერდის ძვლის უკან, აღინიშნება უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილი და მოჭერის შეგრძნება;
- ადამიანი ადგილზე შეშდება;
- ტკივილი შეიძლება გადაეცეს უმეტესად მარცხენა ბეჭს, მარცხენა მხარს, წინამხარს, სხივის ძვლის გასწვრივ და განსაკუთრებით – ნეკათითს, კისერს, ქვედა ყბასა და კეფის გასწვრივ. ზოგჯერ ტკივილი მოიცავს მთელ გულმკერდს ისე, რომ ადამიანს სუნთქვა ეკვრის, ჰაერი არ ჰყოფნის;
- ზოგჯერ ტკივილი აღინიშნება კუჭის არეშიც, შეიძლება თან ერთვოდეს გულისრევის შეგრძნება;
- ტკივილი ჩერდება მოსვენებულ მდგომარეობაში.
გულის შეტევის დროს აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (კარდიოლოგიური ბრიგადის) გამოძახება. მანამდე კი საჭიროა გულზე დატვირთვის შემცირება.
სასურველია:
- არ შეიცვალოს ავადმყოფის ადგილმდებარეობა;
- ის მოხერხებულად უნდა იწვეს – ნახევრად მჯდომარე მდგომარეობა, დაფიქსირებული თავითა და მხრებით, მუხლის სახსარში მოხრილი ფეხები საუკეთესო პოზაა გულის შეტევის დროს;
- ავადმყოფი უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად მოსვენებულ მდგომარეობაში;
- უნდა დაიდოს ნიტროგლიცერინის აბი ენის ქვეშ;
- თუ ტკივილის შეტევა განახლდა, ნიტროგლიცერინი კვლავ მიიღოს 10-15 წუთის შემდეგ;
- გარდა ამისა, სასურველია ვალიდოლის ტაბლეტის ჩადება ენის ქვეშ ან მენთოლის 5%-იანი ხსნარის 4-5 წვეთით დასველებული შაქრის მოწუწნა.
- დაზარალებული უნდა მოთავსდეს ზურგზე, ფეხები კი მაღლა ჰქონდეს აწეული;
- პირველ რიგში, მიეწოდოს სუფთა ჰაერი;
- გონზე მოსვლის შემდეგ ადამიანი ნელ-ნელა უნდა წამოჯდეს;
- თუ გონზე მოსვლის შემდეგაც დაზარალებული თავს ცუდად გრძნობს, ზურგზე უნდა წამოწვეს და ფეხები ასწიოს, სანამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით – ამოსუნთქვისას:
- მსტვინავი ხმაურიანი ამოსუნთქვა;
- აგზნებადობა და შფოთვა;
- მოლურჯო ფერის კანი – ციანოზი;
- მშრალი და შემაწუხებელი ხველა.
მძიმე შეტევის დროს შეიძლება განვითარდეს უგონო მდგომარეობა და გაჩერდეს სუნთქვა.
ავადმყოფი უნდა დაამშვიდოთ და მოხერხებულად დააწვინოთ. ასთმის შეტევის დროს ეს ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაა, წინ წამოწეული ტორსით; ისუნთქოს ნელა და ღრმად. თუ ასთმის შეტევა მსუბუქია, მდგომარეობა გაუმჯობესდება ინჰალატორის ხმარებიდან 5-10 წუთში. შეიძლება მეორე დოზა ინჰალატორის მიღებაც. თუ შეტევა გაივლის, აღარ არის საჭირო სასწრაფო დახმარების გამოძახება.
გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება აუცილებელია, თუ შეტევა მძიმეა და არ მსუბუქდება ინჰალატორის გამოყენებიდან 5-10 წუთში; მდგომარეობა თანდათან მძიმდება; სუნთქვის უკმარისობას თან ახლავს მეტყველების გაძნელება. ექიმის მოსვლამდე პაციენტს უნდა მიეცეს ინჰალატორი 5-10 წუთის ინტერვალით.
მხოლოდ მყარი საკაცის და კისრის ფიქსატორის გამოყენებით.
გამდინარე ცივი წყალი 20-25 წუთის განმავლობაში.
გამდინარე ცივი წყალი 40 წუთის განმავლობაში.
- უეცრად განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი;
- თავბრუხვევა;
- ორიენტაციის დაკარგვა;
- ცნობიერების დათრგუნვა;
- გულისრევა;
- ღებინება;
- წამოხურება;
- წამოწითლება;
- პირის სიმშრალე.
ასპირინი (1/2 აბი).
- გულ-მკერდის მარცხენა არეში მწვავე ტკივილი;
- ქოშინი;
- სისუსტე;
- თავბრუს ხვევა;
- წებოვანი ოფლი;
- შიში და პანიკური შეტევა;
- გულის რიტმის დარღვევა.
- დავაჯინოთ დაშავებული;
- გავუხსნათ საყელო/კომბინეზონი;
- დავაღეჭინოთ 0,25 მგ. ასპირინი;
- მივცეთ ენის ქვეშ 0,5 მგ. ნიტროგლიცერინი; და
- ვაკონტროლოთ წნევა.
- 20% ალბუციდის წვეთები
- 0,3 % ლევომიცეტინის ხსნარი
- 0 % ტეტრაციკლინის მალამო
- მოვათავსოთ ინფიცირებული პირი იზოლირებულ სივრცეში/კაიუტაში;
- გავაკეთოთ შეტყობინება კომპანიაში;
- გავიაროთ კონსულტაცია სათანადო კომპეტენტურ პირებთან;
- ვუზრუნველყოთ დაავადებულთან დისტანციური კონტაქტი და კონტროლი, მედიკამენტებით და საკვებით უზრუნველყოფა.