ორშაბათი, მაისი 19, 2025
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • კონტაქტი
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
  • მთავარი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
No Result
View All Result
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
No Result
View All Result

მთავარი » ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

ლინდა თურმანიძე by ლინდა თურმანიძე
აგვისტო 30, 2024
in გამოცდილების გაზიარება, განათლება, ინტერვიუები, მეზღვაურები
Reading Time: 1 min read
A A
ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

1.გთხოვთ წარგვიდგინოთ თქვენ თავი ( მცირე ინფორმაცია თქვენს შესახებ – განათლება, პროფესია.)

-გიორგი შამილიშვილი,30 წლის კპიტანი.  დავასრულე ოდესის საერთაშორისო საზღვაო აკადემია, ნავიგაციის ფაკულტეტი.

2.გვიამბეთ თუ რატომ აირჩიეთ ეს პროფესია. 

-ეს პროფესია ჩვენს ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ასევე ყოველთვის მაინტერესებდა ზღვა და ის თავგადასავლები და გამოწვევები რომელსაც ის გვთავაზობს. სულით მეამბოხე ადამიანი ვარ და ყოველთვის ვფიქრობდი რომ ეს იყო ადგილი სადაც თავს  კომფორტულად და სასიამოვნოდ ვიგრძნობდი და მოლოდინმაც არ დააყოვნა, ზღვა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა რომელიც ყოველთვის მაიძილებს ტონუსში ყოფნას და მთავაზობს მუდმივ სიაახლეებს მთელი ჩემი საზღვაო მოგზაურობის პერიოდში.

3.გვესაუბრეთ ადრეულ ასაკში კაპიტნობის დადებით და უარტოფით მხარეებზე.

როგორც ავღნიშნე მიყვარს გამოწვევები, რამაც დიდი გავლენა იქონია  ნაადრევ ასაკში გავმხდარიყავი კაპიტანი. მოგეხსენებათ რთულია ამხელა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე 28 წლის ასაკში და მართვა ეკიპაჟის რომლებიც შეიძლება შენზე უფრო გამოცდილები არიან ამ საქმეში, რადგან უფრო დიდი ხანია იციან თუ რა არის ზღვა და ის ცხოვრება, რომელიც ყველა მეზღვაურს გვიწევს რომ გავიაროთ. თუმცა მონდომებამ ყველაფერი მარტვიდავ გადამალახინა, ის შემართება რომელიც მქონდა დამეხმარა ყველაფერი უფრო სწრაფად და მარტივად ამეთვისებინა და გავმხდარიყავი ახალგაზრდა კაპიტანი რომელიც იქნებოდა მაგალითი თავისი ეკიპაჟისთვის, არასდროს ვთქვათ უარი ჩვენს მიზნებზე და ოცნებებზე. კაპიტნობა მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა მითუმეტეს, როცა ახალგაზდა ხარ ხშირია შემთხვევებიც , როცა კომპანიებიც ეჭვისთვალით გიყურებენ, რადგამ ამ ასაკში ასეთი პასუხისმგებლობის აღება ბევრს არ უნდა და არც შეუძლია, ამიტომ ბევრი ბარიერი იყო რისი გადალახვაც  და დამტკიცებაც მომიწია ამ ბოლო პერიდოში, მაგრამ ესეც გამოწვევა იყო და ვფიქრობ რომ კარგად გავუმკლავდი.

4.როგორი კაპიტანი ხართ და თქვენი აზრით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის რომ კარგი და წარმატებული იყოთ ამ სფეროში?

ვცდილობ ვიყო კარგი კაპიტანი, მიზანმიმართული, შედეგებზე და რა თქმა უნდა ეკიპაჟზე ორიენტირებული. ალბათ ამას ისიც ადასტურებს რომ უკვე მესამე კონტრაკტია, როგორც კაპიტანი ერთი და იგივე კომპანიაში ვმუშაობ.

5.რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს პროფესიაში?

მეზღვაურობა თავგადასავლებით სავსე პროფესიაა, არასდროს იცი რას უნდა ელოდო ზღვისგან. ყველა თავის სირთულეს თან ახლავს სასიამოვნო განცდები და მოგონებები რომელსაც ვქმნით ყველა მოგზაურობისას. მიყვარს ზღვა და ოკეანე ეს მეხმარება ჩემს პროფესიაში ბევრი საინტერესო და სასიამოვნო მომენტები დავიჭირო, ასევე ახალი ქვეყნები და ახალი ადამიანები ჩემს ცხოვრებას უფრო საინტერესოს და თავგადასავლებით სავსეს ხდის.

6.რა სირთულეებს აწყდებით პროფესიულ საქმიანობაში და როგორ დაახასიათებთ გაზმზიდი ტიპის გემზე მუშაობის პრინციპს?

გაზმზიდი გემები დღეს ითვლება და არის ყველაზე გამართული და მაღალტექნოლოგიური გემი, შესაბამისად ცოდნა და ყურადღება არის აუცილებელი რადგან ერთერთ საშიშ ტვირთად ითვლება გაზი, სირთულეც ეგ არის როცა ათასობით კუბური მეტრით დატვირთული გემით ასრულებ STS ოპერაციას.

7.გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენთვის ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო მომენტი ზღვაში ყოფნის დროს.

სწავლის პერიოდში ყოველთვის ვფიქრობდი ჩემს პირველ მოგზაურობაზე, ბევრჯერ მქონდა წარმოდგენილი თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ის, თუმცა  ნანახმა და განცდილმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო იმაზე უფრო სასიამოვნო და საინტერესო ვიდრე ამას სტუდენტობისას წარმოვიდგენდი. მახსოვს ყველა დეტალი მაინტერესებდა, ვსვამდი ბევრ კითხვებს და ყველაფერს ყურადღებით ვათვალიერებდი. ასევე  დღემდე საინტერესო და სასიამოვნოა ჩემთვის  Ship To Ship ოპერაციები.

ზღვა არის ადგილი სადაც გაოცებას ვერ ვწყვეტ, ყველა მოგზაურობა განსხვავებული და ერთმანეთზე უფრო საინტერესოა, იმედი მაქვს რომ  ბოლომდე ესე გაგრძელდება და არასდროს მომბეზრდება საზღვაო საქმე.

8. რა რჩევებს მისცემდით დამწყებ მეზღვაურებს, რომლებიც გაზზმზიდ გემებზე აპირებენ დასაქმდნენ?

დამწყებ მეზღვაურებს პირველ რიგში ვურჩევდი პრაქტიკული უნარების გაღრმავებას, უცხო ენებისთვის მეტი დროის დათმობას და ამ პროფესიის უკეთ გასაცნობათ გამოცდილი მეზღვაურებისგან რჩევების მიღებას და მათი თავგადასავლების მოსმენას.

მნიშვნელოვანია ყველას კარგათ ქონდეს გააზრებული ამ პროფესიიის დადებითი და უარყოფითი მხარეები, არ არის მარტივი ოჯახიდან შორს შუა ოკეანეში გაატარო 4 ხან კიდევ 6 თვე ან მეტი, გარდა ამისა არის ბევრი სირთულე რომელსაც ნაოსნობისას ვაწყდებით, ამიტომ ფსიქოლოგიურად ყველანი კარგად უნდა მოვემზადოთ ყველა იმ სირთულისთვის რაც გზად შეგვხვდება.

პირველი მოგზაურობა ხშირად ბევრისთვის ძალიან რთულია და ბევრჯერ მინახავს ჩემს ეკიპაჟში რომ დამწყები კადეტები თუ მატროსები მთხოვდნენ ჩამეწერა გემიდან რადგან შეცდნენ და ეს არ არის ის ადგილი სადაც თავს კომფორტულად გრძნობენ, პირველი მოგზაურობა ყოველთვის უფრო რთულია ვიდრე ამას წარმოვიდგენთ, მე ვცდილობ ჩემს დამწყებებს ყოველთვის განსაკუთრებულად მივუდგე, ავუხსნა ყველაფერი და დავეხმარო ამ მოგზაურობის გამარტივებაში, ვფიქრობ კაპიტნებს დიდი როლი გვაქვს ამ საკითხში და მნიშვნელოვანია ჩვენმა ეკოპაჟმა იგრძნოს მხარდაჭერა ჩვენსგან.

 

ShareTweetShareSendShare
ლინდა თურმანიძე

ლინდა თურმანიძე

ბოლო სიახლეები

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”
გამოცდილების გაზიარება

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

by ლინდა თურმანიძე
მაისი 16, 2025
62

1. მოგვიყევით თქვენი კარიერული გზის შესახებ: რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება აგერჩიათ საზღვაო სფერო და რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია ამ...

Read moreDetails
RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

ნოემბერი 14, 2024
181
ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

ახალგაზრდა კაპიტანი, გაზმზიდ გემებზე.

აგვისტო 30, 2024
1.3k
FOC

ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) 2024 წლის ხელსაყრელი დროშების (ქვეყნების) (FOC) სია განაახლა

აპრილი 9, 2024
296
შავი სია, ნაცრისფერი სია, თეთრი სია

პარიზის მემორანდუმის (Paris MOU) ბოლო 6 თვის შედეგები

აპრილი 9, 2024
170
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი

პირველი ქართული საზღვაო პორტალი maritime.ge

გამოგვყევი

კატეგორიები

  • გამოცდილების გაზიარება
  • განათლება
  • გემთფლობელები
  • ინტერვიუები
  • კატეგორიის გარეშე
  • მეზღვაურები
  • მეკობრეები და უშიშროება
  • მსოფლიო
  • ნავსადგურები და ლოგისტიკა
  • საქართველო
  • ტექნოლოგიები და ინოვაციები
  • უსაფრთხოება
  • ფინასები
  • წესები და რეგულაციები

ბოლო სიახლეები

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

„ქალების როლი საზღვაო ინდუსტრიაში”

მაისი 16, 2025
RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

RightShip Inspection მშრალტვირთმზიდ გემებზე

ნოემბერი 14, 2024
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • მაღაზია

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge