ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024

ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში


საზღვაო ინდუსტრია მრავალი ბიზნესისთვის საკვანძო ელემენტია საქონლის მიწოდების, მსოფლიო ეკონომიკის გაფართოებისა და განვითარებისთვის. საზღვაო ინდუსტრია არის გლობალური ვაჭრობის მთავარი მამოძრავაბელი ძალა, რომლის საშუალებითაც ხდება ყველა სახის საქონლის 90%ის გადატანა მთელ მსოფლიოში. სავაჭრო მომსახურების ეფექტურობისთვის, გემებმა და გადამზიდავმა კომპანიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასა და დანერგვაზე. საზღვაო ინდუსტრიაში ტექნოლოგიების მთავარი როლია უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო და დაეხმაროს კომპანიებს უკეთესად განვითარებასა და ფუნქციონირებაში.
covid-19-ის პანდემიის დაწყებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ელექტრონული კომერციის ცნობადობა, რამაც გამოიწვია უფრო მაღალი მოთხოვნა ეფექტური და ეკონომიური საზღვაო ტრანსპორტირების სერვისებზე. გარდა ამისა, საზღვაო სექტორი სულ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას გარემოზე მოქმედი ფაქტორების შემცირებაზე. ამის მისაღწევად კი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება გარდაუვალია.
უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, საზღვაო ინდუსტრიის კომპანიებს შეუძლიათ გაზარდონ ღირებულების ჯაჭვი და დააკმაყოფილონ ბიზნეს მომხმარებლების მოთხოვნები, როგორიცაა: იაფი და სწრაფი მიწოდება, მოქნილობა, ეფექტურობა, სექტორის მდგრადობის გაძლიერება, ოპერაციების რეალურ დროში განხორციელება და მიწოდება მომხმარებლებისათვის.
აუცილებელია, რომ რეგულაციები აკმაყოფილებდეს სხვდასხვა ცვლილებებს, რაც უზრუნველყოფს იმას,რომ მოქმედი პოლიტიკა ხელს არ შეუშლის ინოვაციების უსაფრთხო სტანდარტების შენარჩუნებას. როგორც საზღვაო ინდუსტრიის მთავარი მარეგულირებელი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) იღებს ვალდებულებას შეიმუშაოს მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება საზღვაო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა გამოწვევას, რაც მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას ინდუსტრიის ყველა მონაწილისათვის.

კიდევ ერთი წამყვანი რევოლუცია საზღვაო სფეროში არის დრონების ინოვაცია. დრონების გამოყენება საზღვაო ინდუსტრიაში ამცირებს ხარჯებს, ადამიანის რისკ ფაქტორს, საფარის დაზიანების რისკს და ა.შ. მაღალი გარჩევადობით და კამერით აღჭურვილი დრონების გამოყენება მკვლევარებსა და ამზომველებს საშუალებას აძლევს, უფრო უსაფრთხო და ეფექტური გზით მიიღონ ინფრასტრუქტურისა და სანდო მონაცემების უფრო ზუსტი შეფასება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კოროზიის, მნიშვნელოვანი დეფორმაციის, დაზიანების ან სხვა სტრუქტურული გაუარესების იდენტიფიცირება შეიძლება დასრულდეს უმცირეს დროში ეკონომიურად. ბევრმა მსხვილმა გადამზიდავმა ინდუსტრიამ, როგორიცაა DNV-GL, Lloyds Register, Maersk, Walmart, Amazon და DHL, შეცვალა მათთან არსებული სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციები დრონის ტექნოლოგიის გამოყენებით.

მონაცემთა ხელით აღრიცხვის სისტემები საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და ხშირად მიდრეკილია გაყალბებისკენ. ეს იწვევს ნდობის ნაკლებობას საზღვაო კომპანიებს, გემთმფლობელებს, გემების ოპერატორებსა და პორტებს შორის, რაც აფერხებს მთლიან პროდუქტიულობას. ბლოკჩეინზე ინფორმაციის შენახვა უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხოებას, ტრანზაქციებისა და ფინანსური ოპერაციების ხილვადობას. სტარტაპები ავითარებენ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ავტომატური ელექტრონული დოკუმენტაციის პლატფორმები, გადახდის დამუშავების სისტემები და ჭკვიანი კონტრაქტები, რომლებიც მორგებულია საზღვაო აპლიკაციებს.
მაგ: სინგაპურის „სტარტაპი“ Marified მეზღვაურებისთვის ელექტრონულ პასპორტებს უზრუნველყოფს. სტარტაპის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გასცენ, შეინახონ, მართონ და გადაამოწმონ დოკუმენტები. ვინაიდან დოკუმენტი ინახება ბლოკჩეინში, ის მაქსიმალურად დაცულია გაყალბებისგან. ეს გემების მართვის კომპანიებს, სასწავლო ცენტრებსა და მეზღვაურებს საშუალებას აძლევს გაზარდონ ეფექტურობა და შეამცირონ დოკუმენტების დამუშავების ხარჯები.

თვითმოძრავ მანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ახლო მომავალში შეუერთდება თვითმოძრავი (ავტომატური) სატვირთო გემების ფლოტები, რომლებიც ცნობილია, როგორც „გემი მოჩვენება“ (ghost ship). ისინი იმოძრავებენ მსოფლიო ოკეანეში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ავტომატური გემები არის შემდეგი თაობის ხომალდები ეკიპაჟის წევრების გარეშე, რომლებსაც მეთაურობენ სანაპირო საოპერაციო ცენტრიდან. მათ ნავიგაციას აკონტროლებენ დეტექტორების, სენსორების, მაღალი გარჩევადობის კამერებისა და სატელიტური საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით.

დღევანდელ სამყაროში რობოტები ახალ მასშტაბებს მატებენ თანამედროვე სამყაროს თავისი არსებობითა და ეფექტურობით, ამავდროულად ამცირებენ ხარჯებსა და უსაფრთხოების პრობლემებს. მსოფლიოს მრავალმა ინდუსტრიამ, მათ შორის საზღვაო ინდუსტრიამაც, აღიარა რობოტების მნიშვნელობა და დაიწყეს დიდი ინტერესის გამოხატვა მათი გამოყენების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი რობოტი, გახლავთ Shipboard Autonomous Fire Fighting Robots (SAFFiR), რომელიც შექმნილია საზღვაო კვლევის ლაბორატორიის მიერ ვირჯინიის ტექნიკურ და აშშ-ს სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. SAFFiR-ის მიზანია შექმნას ადამიანზე ორიენტირებული ავტონომიური სისტემა, რომელიც ეხმარება ხანძრის ჩაქრობას ადრეულ ეტაპზე.

ხელოვნურ ინტელექტს (AI) აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს გადაზიდვის ინდუსტრიის ხარისხი. AI-ზე ორიენტირებული სექტორი არის ლოჯისტიკა. ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს მარშრუტის ოპტიმიზაციას, უსაფრთხოებას, გადაწყვეტილების მიღებასა და ავტომატიზაციას. McKinsey Global Survey აჩვენებს AI-ს გამოყენების თითქმის 25%-იან ზრდას ტიპიურ ბიზნეს პროცესებში.

საზღვაო კომპანიები სულ უფრო მეტად ცდილობენ გამოიყენონ ენერგოეფექტური ინტეგრაციები აირების ემისიებისა და საწვავის ხარჯების შესამცირებლად. ეს გულისხმობს გემის სხვადასხვა სისტემების გაუმჯობესებას. ენერგოეფექტური ინტეგრაციების გამოყენება საშუალებას აძლევს საზღვაო კომპანიებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ თავიანთი ოპერაციების მდგრადობა და შეამცირონ ენერგიისა და საწვავის ხარჯები.
მაგ: CARNOT არის ბრიტანული „სტარტაპი“, რომელიც ქმნის ენერგოეფექტურ ძრავებს გემებისთვის. სტარტაპი ცვლის ლითონის კომპონენტებს ჩვეულებრივ ძრავებში კერამიკული ნაწილებით, რომლებიც უძლებენ მაღალ ტემპერატურას. შედეგად ხსნარს გადააქვს ენერგია, რომელიც სხვაგვარად არის საჭირო ძრავის გასაგრილებლად, რაც ზრდის ენერგოეფექტურობას.

რობოტიკის ტექნოლოგიას აქვს ადამიანის ერთფეროვანი, საშიში და  ფიზიკურად მძიმე სამუშაო შემსუბუქების პოტენციალი. ნავსადგურების ტერმინალებში ტვირთის გადამუშავების ავტომატიზირებული სისტემები ხელს უწყობს სწრაფ და ეფექტურ ოპერაციებს, რისკებისა და ემისიების შემცირებას. მაგალითად, ავტონომიური ამწეები განლაგებულია შეერთებულ შტატებში, კანადაში, ჩინეთში, სინგაპურში, ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ყველა ძირითად პორტში. რობოტიკის ტექნოლოგიის განვითარება ასევე მიზნად ისახავს მუშახელის დეფიციტის აღმოფხვრას და საერთო პროდუქტიულობის გაუმჯობესებას. მომავალში რობოტული ავტომატიზაციით შესაძლებელი იქნება სამუშაო ძალის მაქსიმალურად შემცირება.

IoT ინტეგრაცია ამარტივებს მდებარეობის მონაცემების მიღებას, იძლევა სხვადასხვა პარამეტრებზე თვალყურის დევნების საშუალებას, ისეთებზე, როგორიცაა ემისიები, ძრავის მონაცემები და სტრუქტურული მთლიანობა. ეს გამჭვირვალობა ხელს უწყობს დაბრკოლებების სწრაფად ამოცნობას და შეფერხებების თავიდან აცილებას.

ეს გახლავთ ჭკვიანი ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება მეზღვაურთა მომზადებისთვის. ის ეხმარება სტუდენტებს ისწავლონ რეალურ ცხოვრებაში გარემოს მოდიფიკაციების მეშვეობით, ხმის, ვიზუალური ელემენტების ან სხვა სენსორული სტიმულის დამატებით. AR ასევე გამოიყენება გემების შემოწმებისთვის. მაგალითად, ისეთი ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა AR wearables დისტანციური მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება შეიძლება განხორციელდეს ვიზუალური სურათების გამოყენებით ტექნიკოსის ადგილზე ფიზიკურად ყოფნის გარეშე.

ჭკვიანი გემები შედგება ციფრული ინფორმაციის, კომპიუტერული კოდირებისა და ახალი ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურისაგან, რომელიც ასევე თანამედროვე სამყაროს მამოძრავებელია. ეს დრაივერები აუცილებლად შექმნიან ინოვაციებსა და დააყენებენ მიწოდების ჯაჭვს მდგრად და მწვანე მხარეს. ბევრი კომერციული კონტრაქტი მსოფლიოში შეიძლება გახდეს „ჭკვიანი კონტრაქტი“, რომელიც კოდირებულია კომპიუტერებით.
სმარტ გემები, მსოფლიო ეკონომიკური კონცეფციების გამოყენების და საზღვაო სექტორის რეგულაციების გათვალისწინებით, მიზნად ისახავს საწვავის მოხმარების, CO2 და ნახშირბადის გამონაბოლქვის კონტროლის მრავალი ფენის ოპტიმიზაციას და ენერგოეფექტურობას. ის გამოიყენებს ხელმისაწვდომ COTS ტექნოლოგიებს, რომელიც მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობის, ემისიების შემცირების და საწვავის მოხმარების სრულად ოპტიმიზაციას.
ჭკვიანი გემები აღჭურვილი იქნება სხვდასხვა ინოვაციური ტექნოლოგიებითა და სისტემებით და განახორციელებენ იმ ოპერაციებს, რისთვისაც დაპროგრამებულნი არიან, გამოთვლითი სისწრაფით, რომელიც ბევრად აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს.
Smart Ship ტექნოლოგია გაზრდის მონაცემთა მოცულობას გადაზიდვის ოპერაციების ოპტიმიზაციისა და დამუშავების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. IMO-ს GNG სტრატეგია მიზნად ისახავს 2030 წლისთვის საზღვაო ინდუსტრიის მთლიანი ნახშირბადის გამონაბოლქვის 40%-ით შემცირებას.
დღესდღეისობით სხვდასხვა ქვეყნები აქტიურად მუშაობენ უპილოტო სატვირთო გემის გაშვებაზე, პირველი ასეთი ქვეყანა გახლავთ ჩინეთი, ასევე იაპონიამ წამოიწყო Smart Ship Application Platform-ის პროექტი. ევროპის სხვდასხვა ქვეყნებმა დაწყო MUNIN-ი ( Maritime Unmanned Navigation through Intelligence in Networks ), რათა სრულად განავითაროს უპილოტო ავტომატური გემები 2035 წლისთვის, ასევე Rolls-Royce-ს აქვს იგივე შეხედულება 2035 წლისთვის. Yara Birkeland და Kongsberg ერთად აპირებენ შეცვალონ 40,000 სატვირთო მანქანა ავტომატური საზღვაო მიწოდების ერთობლივი წარმოებით. IMO-ს მიერ განცხადებულია, რომ მომდევნო 5 წელში შესაძლებელია სრულად განხორციელდეს ავტომატიზირებული სატრანსპორტო საშუალებების ნაოსნობა.
•რა არის ჭკვიანი გემების მთავარი უპირატესობები?
•რეალურ დროში შეუფერხებელი კომუნიკაცია
უკაბელო მობილური სისტემები და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი აუმჯობესებს კომუნიკაციას და თანამშრომლობას გემის ეკიპაჟსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ნებისმიერ დროს და ადგილას. აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე უფრო ამარტივებს საქმიანობის მართვას, როგორც ზღვაში, ასევე  ხმელეთზე.
•მზარდი კონკურენტუნარიანობა
მოწინავე ციფრული სისტემები ეხმარება ყველა მხარეს იმუშაონ საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად საუკეთესო მარშრუტის არჩევისას, ხელს უწყობს ეკიპაჟის წევრების ეფექტურად განლაგებას, უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფას და ხარჯების შემცირებისას. ჭკვიანი გემები ზრდის საზღვაო სექტორის მაღალ კონკურენტუნარიანობას.
•AI ( Artificial Intelligence) აპლიკაციები ამცირებს ადამიანურ შეცდომებსა და უზრუნველყოფს ოპტიმალურ უსაფრთხოებას.
სენსორების მიერ შეგროვებული მონაცემების გამოყენება სატელიტურ მონაცემებთან, სანავიგაციო სისტემებთან და უკეთესი გადაწყვეტილების მიღების ალგორითმებთან ერთად დიდ დახმარებას უწევს ეკიპაჟს ნავიგაციის დროს. ეს ამცირებს ადამიანური შეცდომების  გამო ავარიების მაღალ რისკს. ეს ყოველივე აადვილებს პროცეს და ეხმარება ეკიპაჟის წევრებს წინასწარ განჭვრიტონ რაიმე პოტენციური პრობლემა გზაზე, (ამინდი, უზარმაზარი გადატვირთულობა მომდევნო პორტში) და ა.შ.
•მეტი მდგრადობა
ტექნოლოგიებისა და ზუსტი გარემოსდაცვითი მონაცემების (ქარი, საზღვაო დენი) წყალობით, ჭკვიან გემებს შეუძლიათ სიჩქარის რეგულირება და ამით ნაკლები საწვავის გამოყენება. მაგალითად, ლოდინის დროის თავიდან აცილების მიზნით, სისტემას შეუძლია ნავიგაციის გეგმის ოპტიმიზაცია სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით: საკეტების და ხიდების გახსნისა და დახურვის დრო, ნავსადგურებში და პორტის ტერმინალებში დასამაგრებელი სივრცის განსაზღვრა.
მათ ასევე შეუძლიათ შეამცირონ ენერგიის მოხმარება ენერგიის დაზოგვის მოწყობილობების საშუალებით, ბორტზე აღჭურვილობისა და ობიექტების გაუმჯობესებული მენეჯმენტით. ყოველივე ეს ხელს უწყობს აირების ემისიების შემცირებას. გარდა იმისა, რომ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გემები უფრო მდგრად ცურვას განახორციელებენ, ჭკვიანი გემები ასევე ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.
•შეჯამება
ჭკვიანი გემები რევოლუციას ახდენენ დღევანდელი საზღვაო ინდუსტრიის სხვდასხვა ასპექტებზე: გემების განახლებული დიზაინი და მუდმივი ოპერირება, გლობალური საზღვაო ინდუსტრიის ხელახალი განსაზღვრა; ასევე გავლენას ახდენს გემთმშენებლებზე,
გადამზიდავ კომპანიებზე, გემების მფლობელებზე და საზღვაო სისტემების პროვაიდერებზე, ისევე როგორც სხვა სექტორის კომპანიებზე, რომლებიც აწარმოებენ და იყენებენ ახალ  ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. გლობალურად გემების მუდმივი დისტანციური მონიტორინგი რეალურ დროში გვაჩვენებს, რომ გემები გახდებიან მეტად უსაფრთხო, ეფექტური, სანდო და უფრო მჭიდროდ იქნებიან ინტეგრირებულნი მსოფლიო მიწოდების ქსელებში.