ხუთშაბათი, მარტი 19, 2026
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • კონტაქტი
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
  • მთავარი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
    • IMO უნივერსიტეტები
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • SHOP
No Result
View All Result
მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი
No Result
View All Result

მთავარი » საერთაშორისო რეგულაციები და ხარისხის მართვის სისტემების მნიშვნელობა საზღვაო ინდუსტრიაში.

საერთაშორისო რეგულაციები და ხარისხის მართვის სისტემების მნიშვნელობა საზღვაო ინდუსტრიაში.

ლინდა თურმანიძე by ლინდა თურმანიძე
მარტი 19, 2026
in მსოფლიო, საქართველო, წესები და რეგულაციები
Reading Time: 1 min read
A A
საერთაშორისო რეგულაციები და ხარისხის მართვის სისტემების მნიშვნელობა საზღვაო ინდუსტრიაში.

საერთაშორისო რეგულაციები და ხარისხის მართვის სისტემების მნიშვნელობა საზღვაო ინდუსტრიაში

საზღვაო ინდუსტრია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად რეგულირებად სექტორს გლობალურ ეკონომიკაში. გემების ოპერირება, პორტების საქმიანობა, საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა მოითხოვს მაღალი სტანდარტების დაცვას როგორც ოპერაციულ, ისე მენეჯერულ დონეზე. სწორედ ამიტომ, საზღვაო სფეროში მოქმედი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საქმიანობის მართვა საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციების შესაბამისად.

საერთაშორისო დონეზე საზღვაო საქმიანობის რეგულირების მნიშვნელოვან ჩარჩოს ქმნის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (International Maritime Organization – IMO), რომელიც განსაზღვრავს საზღვაო უსაფრთხოების, ნავიგაციისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. მისი მიერ შემუშავებული საერთაშორისო უსაფრთხოების მართვის კოდექსი (International Safety Management Code – ISM Code) ავალდებულებს გემთმფლობელ და ოპერატორ კომპანიებს დანერგონ ეფექტიანი მართვის სისტემა უსაფრთხო ოპერაციების, რისკების მართვისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.

მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება პრაქტიკაში ხშირად ეფუძნება ISO 9001 საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც წარმოადგენს ხარისხის მართვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მოდელს ორგანიზაციული პროცესების ეფექტიანი მართვისთვის.

საქართველოში საზღვაო სფეროს საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო მოთხოვნებთან საზღვაო სექტორში მოქმედი სუბიექტების შესაბამისობას.  საერთაშორისო კონვენციების ეროვნული იმპლემენტაციის ფარგლებში მოქმედებს STCW Convention-ის შესრულების წესები, რომლებიც ავალდებულებს საზღვაო განათლებისა და ტრენინგ დაწესებულებებს დანერგილი ჰქონდეთ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა (Quality Standards System). აღნიშნული სისტემა მოიცავს სასწავლო პროცესების დაგეგმვას, შეფასების მეთოდების კონტროლს, ტრენინგის პროგრამების მონიტორინგს და პერიოდულ შიდა შეფასებებს, რაც უზრუნველყოფს სწავლებისა და სერტიფიცირების პროცესების შესაბამისობას საერთაშორისო მოთხოვნებთან.

ანალოგიურად, MLC 2006 კონვენციის ეროვნული იმპლემენტაცია მოითხოვს გემთმფლობელებისა და ოპერატორების მხრიდან მეზღვაურთა სამუშაო პირობების, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის სისტემურ მონიტორინგს. აღნიშნული მოთხოვნები პრაქტიკაში გულისხმობს დოკუმენტირებული პროცედურების არსებობას, შიდა კონტროლის მექანიზმებს, საჩივრების მართვის პროცესებსა და რეგულარულ ინსპექტირებას, რაც მართვის სისტემების პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომას ასახავს.

რომელი ორგანიზაციები არიან ვალდებულნი დანერგონ ხარისხის მართვის სისტემა ?

ეროვნული და საერთაშორისო მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, საზღვაო სექტორის რიგ სუბიექტებს ევალებათ საქმიანობის მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. პრაქტიკაში ხარისხის მართვის სისტემები ხშირად გამოიყენება საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნების შესრულებისა და ორგანიზაციული პროცესების სტრუქტურირებული მართვის უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული მოთხოვნები ან პრაქტიკა ვრცელდება საზღვაო სფეროში ჩართულ სხვადასხვა ორგანიზაციაზე, მათ შორის:

  • გემთმფლობელ და გემის მენეჯმენტის კომპანიებზე
  • საზღვაო სატრანსპორტო კომპანიებზე
  • პორტის ოპერატორებსა და ტერმინალის ოპერატორებზე
  • საკრუინგო (crewing) კომპანიებზე
  • საზღვაო სასწავლო და საწვრთნელ ცენტრებზე
  • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე
  • გემების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის კომპანიებზე
  • საზღვაო სააგენტოებზე
  • საკლასიფიკაციო საზოგადოებებზე
  • საზღვაო ინსპექტირების პროცესში ჩართულ ორგანიზაციებზე
  • მეზღვაურთა ჯანმრთელობის შემოწმებაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებზე

რატომ არის ISO 9001 მნიშვნელოვანი საზღვაო სექტორისთვის ?

ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს პროცესების სტრუქტურირებას, რისკების მართვას და რეგულაციებთან შესაბამისობას მაღალი რისკის გარემოში. ის ზრდის ეფექტიანობას და პარტნიორების ნდობას.

„ხარისხის მართვის სისტემა საზღვაო სექტორში მხოლოდ ფორმალური მოთხოვნა არ არის — იგი წარმოადგენს უსაფრთხოების, ეფექტიანი მართვისა და საერთაშორისო ნდობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს.“ — ეკატერინე აღამანაშვილი

საერთაშორისო ხარისხის აკადემია (IQA)

საზღვაო სექტორში ხარისხის მართვის სისტემების დანერგვასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება პროფესიონალურ საკონსულტაციო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს.

საერთაშორისო ხარისხის აკადემია (International Quality Academy – IQA) სპეციალიზდება საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მენეჯმენტის სისტემების დანერგვასა და პროფესიულ ტრენინგებში.

აკადემია ორგანიზაციებს სთავაზობს:

  • ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის დანერგვას
  • მენეჯმენტის სისტემების შიდა აუდიტს
  • თანამშრომლების პროფესიულ ტრენინგებს
  • მენეჯმენტის სისტემების გაუმჯობესებას

საერთაშორისო ხარისხის აკადემიის დამფუძნებელი ეკატერინე აღამანაშვილი 2014 წლიდან საქმიანობს მენეჯმენტის სისტემების დანერგვისა და გაუმჯობესების სფეროში, ასევე ატარებს ISO სტანდარტების პროფესიულ ტრენინგებს. ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, სადაც იკავებდა მართვის სისტემების წამყვანი აუდიტორისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციას და აქტიურად იყო ჩართული ორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესებასა და მენეჯმენტის სისტემების განვითარებაში.  ამჟამად იგი იკავებს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციას საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში — შპს „მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერ“, სადაც პასუხისმგებელია ხარისხის მართვის სისტემის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.

ეკატერინე აღამანაშვილი ასევე არის მოწვეული ლექტორი უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც კითხულობს ლექციებს საერთაშორისო სტანდარტების სფეროში. პარალელურად იგი ატარებს პროფესიულ ტრენინგებს მენეჯმენტის სისტემებში, მათ შორის: ISO 9001 ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, ინტეგრირებული მართვის სისტემები (IMS), ISO 31000 — რისკების მართვა და ISO 19011 — მართვის სისტემების აუდიტი.

მისი პროფესიული საქმიანობა მიმართულია ორგანიზაციებში მენეჯმენტის სისტემების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების  პრაქტიკაში ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობაზე.

სტატიის ავტორია საერთაშორისო ხარისხის აკადემიის დამფუძნებელი, მენეჯმენტის სისტემების ექსპერტი და ტრენერი ეკატერინე აღამანაშვილი.

 

 

ShareTweetShareSendShare
ლინდა თურმანიძე

ლინდა თურმანიძე

მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი

პირველი ქართული საზღვაო პორტალი maritime.ge

გამოგვყევი

კატეგორიები

  • გამოცდილების გაზიარება
  • განათლება
  • გემთფლობელები
  • ინტერვიუები
  • კატეგორიის გარეშე
  • მეზღვაურები
  • მეკობრეები და უშიშროება
  • მსოფლიო
  • ნავსადგურები და ლოგისტიკა
  • საქართველო
  • ტექნოლოგიები და ინოვაციები
  • უსაფრთხოება
  • ფინასები
  • წესები და რეგულაციები

ბოლო სიახლეები

საერთაშორისო რეგულაციები და ხარისხის მართვის სისტემების მნიშვნელობა საზღვაო ინდუსტრიაში.

საერთაშორისო რეგულაციები და ხარისხის მართვის სისტემების მნიშვნელობა საზღვაო ინდუსტრიაში.

მარტი 19, 2026
„საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან

„საზღვაო განათლება, კორეული გამოცდილება და დიდი მიზნები“ – ინტერვიუ ლიზი ქავთარაძესთან

მარტი 17, 2026
  • ჩვენს შესახებ
  • გალერეა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ინტერვიუები
  • მეზღვაურთა ცნობარი
    • როგორ და სად მივიღო საზღვაო განათლება საქართველოში
    • სად გავიარო სერტიფიცირების წვრთნები
    • როგორ ავიღო კომპეტენციის სერტიფიკატი / სამუშაო დიპლომი
    • როგორ ავიღო კვალიფიკაციის სერტიფიკატები
    • როგორ ავიღო მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი
    • როგორ დავსაქმდე გემზე
    • იპოვე შენი გემი
  • საზღვაო სფერო
    • საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • საზღვაო საწვრთნელი ცენტრები
    • სამედიცინო ცენტრები
    • საკრუინგო კომპანიები
    • საზღვაო აგენტები
    • ნავსადგურები
      • საქართველო
      • შავი ზღვა
      • მსოფლიო
  • საზღვაო რეგულირება
    • საზღვაო ორგანიზაციები
    • ურთიერთგაგების მემორანდუმები
    • საზღვაო კონვენციები
    • საზღვაო კანონები
  • ეს საინტერესოა
    • მსოფლიო საზღვაო ღონისძიებების კალენდარი
      • 2023
      • 2024
    • საზღვაო სტატისტიკა
    • ტექნოლოგიები და სიახლეები საზღვაო ინდუსტრიაში
  • ეს აუცილებელია
    • სამედიცინო რჩევები
      • ქმედებათა გეგმა უბედური შემთხვევის დროს
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სამოგზაურო გზამკლევი
    • კონტრაქტის პირობები
    • მეზღვაურის უფლებები და ვალდებულებები
    • გემთმფლობელის ვალდებულებები
    • საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები
    • ქვეყნები – სავიზო მოთხოვნები
  • გამოცდილების გაზიარება
  • მაღაზია

© 2023 Maritime.ge მეზღვაურთა საინფორმაციო პორტალი span.ge