ITF-ის გადაწყვეტილებით ტოგოს, კუკის, პალაუს და სიერა ლეონეს დროშები ამ მომენტისთვის “საკმაოდ საშიშია ზღვისთვის”. „ხმელთაშუა ზღვაში არასტანდარტული გადაზიდვები, ამცირებს მეზღვაურების ხელფასს და პირობებს, საფრთხეს უქმნის ეკიპაჟის სიცოცხლესა და ჩვენს გარემოს“, – განაცხადა ITF ინსპექციის კოორდინატორმა სტივ ტროუსდეილმა.
„ეს დროშები იღებენ ფულს გემთმფლობელებისაგან, რათა დაარეგისტრირონ გემები, რომლებითაც სხვა ქვეყნები არ ინტერესდებიან. ამ გემებიდან ბევრი საშიში და დაუშვებელია ექსპლუატაციისთვის“ – განაცხადა სტივ ტროუსდეილმა.
გასული სამი წლის განმავლობაში კუკის, პალაუს, სიერა ლეონესა და ტოგოს დროშები პასუხისმგებელნი არიან:
- ეკიპაჟის მიტოვების 33 შემთხვევაზე;
- 5,500,000 აშშ დოლარზე მეტი გადაუხდელ ხელფასზე;
- ევროპის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის აღმასრულებელი ორგანოების მიერ გაცემული 5203 ხარვეზზე ან/და დაკავებაზე.
“ITF ინსპექტორების ძალისხმევა გაძლიერდება საფრანგეთში ქვეყნის პორტის სახელმწიფო კონტროლის სააგენტოების მიერ, რომლებიც ორგანიზებულნი არიან რეგიონალურად”- განაცხადა ტროუსდეილმა. მათ სამიზნეს წარმოადგენს ოთხი დროშა, რომელიც პარიზისა და ტოკიოს ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე კრძალავს გემების დაშვებას ევროპისა და აზიის უმეტეს საპორტო ქვეყანაში.
”ეს არის ყველაზე ცუდი დროშები, რომლებიც არსებობს ხმელთაშუა ზღვაში” – განაცხადა სედიკ ბერამამ, ალჟირის სატრანსპორტო კავშირის გენერალური მდივანი FNTT და ITF ვიცე პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ სამეფოში.
„მსოფლიოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სააგენტოს მთავარმა დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ ეს დროშები არ არის ხარისხიანი. ასევე, ისინი მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან. ეს მიუღებელია ეკიპაჟის უსაფრთხოებისათვის, ისევე როგორც მიუღებელია მათთვის, ვინც სუფთა ზღვაზეა ორიენტირებული, ისევე როგორც ჩვენი ნავსადგური ალჟირში” – განაცხადა ბერამამ.
ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ხორვატიის მეზღვაურთა კავშირი (SUC) წლების განმავლობაში გამოხატავდა იმედგაცრუებას ამ ოთხეულის მიმართ. ITF-ის 2018 წლის კონგრესმა მხარი დაუჭირა SUC-ის შუამდგომლობას, რომლითაც ხმელთაშუა ზღვა „ხელსაყრელ ზღვად“ გამოცხადდა და ITF-ს დაავალა შეემუშავებინა მიზანმიმართული კამპანია ზღვის გასაწმენდად.